მთავარისიახლეებისაზოგადოებაოჯახის ინფორმაციით, ტატუნაშვილის ცხედარს მოკვეთილი აქვს მარჯვენა ხელზე საჩვენებელი თითი

ოჯახის ინფორმაციით, ტატუნაშვილის ცხედარს მოკვეთილი აქვს მარჯვენა ხელზე საჩვენებელი თითი

Published on

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი 26 დღიანი ლოდინის შემდეგ სოფელ წილკანში, საკუთარ ოჯახშია გადასვენებული. ცხედრის ექსპერტიზა გვიან ღამით დასრულდა.როგორც ცნობილია, დასკვნა უახლოეს კვირებში იქნება ცნობილი. ოჯახის წევრები და ახლობლები გარეგნული დათვალიერების შემდეგ წამების კვალზე დაზუსტებით საუბრობენ.ოჯახის ინფორმაციით, ცხედარს მოკვეთილი აქვს მარჯვენა ხელზე საჩვენებელი თითი, წამების კვალი აღენიშნება მხრისა და ზურგის არეში.„აშკარაა რაც ჩანს ხელებზე, სახეზე გარკვეული ძალადობის კვალი აღენიშნება, უმძიმესი იყო ოჯახისთვის ეს 26 დღე მოლოდინისა,“ -ამბობს ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი.რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა გუშინ გაავრცელეს რუსეთში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, სადაც საუბარია იმაზე, რომ ტატუნაშვილის გარდაცვალების მთავარი მიზეზი გულის უკმარისობა გახდა და მას ასევე აღენიშნებოდა სხვადასხვა დაავადებები.

სიახლეები

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...