მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის საკრებულო საზოგადოება „ზუგდიდელთან“ ურთიერთობას არ გაწყვეტს

ზუგდიდის საკრებულო საზოგადოება „ზუგდიდელთან“ ურთიერთობას არ გაწყვეტს

Published on

ზუგდიდის საკრებულო  საზოგადოება „ზუგდიდელთან“ ურთიერთობას არ გაწყვეტს. ამის შესახებ „ოდიშინიუსს“ საკრებულოს პრესსამსახურში განუცხადეს.“ისინი ჩვეულებრივი ორგანიზაციაა და მათთვის, ისევე როგოც სხვა ორგანიზაციებისთვის კარი არ ჩაიკეტება.რაც შეეხება პეტიციას, მას საკრებულო განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას“-აცხადებენ საკრებულოში. ხოლო რაც შეეხება მერიას, ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.მოქალაქე ეგნატე შამუგია ზუგდიდის მერიასა და საკრებულოს „საზოგადოება ზუგდიდელთან“ კავშირის გაწყვეტისკენ მოუწოდებს. პეტიციის ტექსტის ავტორი მიუთითებს, რომ დაუშვებელია, რომ პრორუსული განწყობების გამავრცელებელი, სიძულვილის ენით და ჰომოფობიური დამოკიდებულებებით გამორჩეულმა ადამიანებმა რჩევები მისცენ ზუგდიდის მერს ადგილობრივ საჭიროებებზე და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოში იყვნენ, როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის წარმომადგენლები. პეტიციის ტექსტი manifest.ge-ზე გამოქვეყნდა.
 

სიახლეები

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...