მთავარისიახლეებისაზოგადოება27 წლის ქართველი მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია ხობში, მისსავე სახლში, გარდაცვლილი იპოვეს

27 წლის ქართველი მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია ხობში, მისსავე სახლში, გარდაცვლილი იპოვეს

Published on

27 წლის ქართველი სპორტსმენი, ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე. 55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი (2019). მსოფლიოს ჩემპიონი (2019), ასევე მსოფლიოსა (2018) და ევროპის (2018) ჩემპიონატების ბრინჯაოს პრიზიორი ნუგზარ წურწუმია გარდაცვლილი იპოვეს.

მისი ცხედარი ხობში, მისსავე სახლშია ნაპოვნი.

ახლობლების თქმის, სიკვდილის მიზეზი სუიციდია.

დეტალები არ გაჟღერებულა.

მაცაცო კელვიშვილის სტატუსის ფრაგმენტი:

“2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ნუგო წურწუმია რუსეთის ნაკრების წარმომადგენელს ხვდებოდა, ძალიან, ძალიან დაძაბული შეხვედრა იყო. რუსების “სექტორში” გადავედი რომ გამეგო რას ამბობდნენ მოსალოდნენ შერკინებაზე. რუსმა მწვრთნელმა მითხრა: თქვენი გამძლეა და ჩვენი ძლიერიო.
– როგორც საქართველო და რუსეთითქო? ვკითხე და გაჩუმდნენ. იმიტომ რომ გიჟივით მომდიოდა ცრემლები.
2 წუთში ნუგზარმა რუსი ხალიჩაზე დააბრტყელა. იმ წელს მსოფლიო ვერ მოიგო, აუცილებლად მოიგებთქო ვუთხარი, დაიჯერე რომ ჩემოიონი ხართქო. ვიცი რომ ვარო…”

 

სიახლეები

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...