მთავარისიახლეებისაზოგადოებაქართულმა ოცნებამ მხარი არ დაუჭირა ეუთოს დეკლარაციას, რომელიც რუსულ კანონს აკრიტიკებს

ქართულმა ოცნებამ მხარი არ დაუჭირა ეუთოს დეკლარაციას, რომელიც რუსულ კანონს აკრიტიკებს

Published on

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ 3 ივლისს დეკლარაცია მიიღო, სადაც გაკრიტიკებულია საქართველოს მთავრობის მიერ უცხოეთის გავლენის შესახებ კანონის მიღება. აღნიშნულ დეკლარაციას მხარი არ დაუჭირა ქართული ოცნების წარმომადგენლებმა.

“გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ რუსული სტილის უცხოეთის გავლენის აგენტების კანონი და კანონმდებლობის და პოლიტიკის სხვა ზომები, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, ამყარებს რეპრესიულ სამთავრობო აპარატს და მიზანმიმართულად აუქმებს საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობას, პატივი სცეს ქართველი ხალხის საქართველოს კონსტიტუციით გამყარებულ ცხად და მყარ ნებას.” – წერია ეუთოს დეკლარაციაში.

დეკლარაციის მიხედვით, საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეაჩეროს სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, აქტივისტებზე და კანონიერ პროტესტანტებზე თავდასხმები, რომლებიც ატარებს რუსული ჰიბრიდული ოპერაციის ყოველგვარ ნიშან-თვისებას. ასევე, დეკლარაცია კვლავ მოიცავს მოწოდებას აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონებიდან რუსული სამხედრო ძალების დაუყოვნებლივი და უპირობო გასვლის შესახებ.

ამას გარდა, ეუთოს დეკლარაცია მოუწოდებს საპარლამენტო ასამბლეას და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODIHR), რომ ერთობლივად და განსაკუთრებული ყურადღებით იმუშაონ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დამკვირვებელ მისიაში.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე სესია ბუქარესტში 29 ივნისიდან 3 ივლისამდე მიმდინარეობს.

სიახლეები

იალბუზზე ხუთი მთამსვლელი დაიღუპა

ევროპის უმაღლეს მწვერვალზე, რუსეთის ფედერაციაში მდებარე მთა იალბუზზე, ხუთი მთამსვლელი დაიღუპა. ისინი ძლიერ ქარიშხალში...

ნიკა გვარამია MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე – რასაც ეგ საბრალო ბრიყვი „აანონსებს“, მორალის პოლიცია კი არა, მასობრივი ძალადობის ინსპირაციაა

გვარამია MMA-ის მებრძოლის მიერ მოძრაობის შექმნაზე - რასაც ეგ საბრალო ბრიყვი „აანონსებს“, მორალის პოლიცია...

საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალური მორალის პოლიცია იქმნება

საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალურ მორალის პოლიციას აანონსებენ. ამასთან დაკავშირებით დღეს MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა,...

მასშტაბური იერიში უდმურტეთზე, დარტყმა როსტოვის პორტზე – უკრაინული დრონების მორიგი იერიში

უკრაინულმა დრონებმა რუსეთის რეგიონებზე მორიგი იერიშები მიიტანეს. თავდაპირველად გავრცელდა ცნობები დონის როსტოვზე დარტყმის შესახებ. ადგილობრივი...