მთავარისიახლეებიკონფლიქტებიცნობილი რუსი Z-კორესპონდენტი აწუწუნდა - რა აწუხებს ალექსანდრე კოცს?

ცნობილი რუსი Z-კორესპონდენტი აწუწუნდა – რა აწუხებს ალექსანდრე კოცს?

Published on

ცნობილმა რუსმა სამხედრო ჟურნალისგმა და პროპაგანდისტმა, ალექსანდრ კოცმა თავის ვიდეოსტრიმში უკრაინა-რუსეთის ომში ფრონტებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და წმინდა წყლის ყოფითი პრობლემების გარდა, სამხედრო დეტალებსაც შეეხო.

პროპაგანდისტი იძულებული იყო, უხალისოდ ეღიარებინა რამდენიმე გარემოება, კერძოდ კი ის, რომ:

📌 რუსებს ომის უახლოეს მომავალში დასრულების იმედი არ უნდა ჰქონდეთ.
📌 არ არის მოსალოდნელი, რომ რუსეთის არმია უახლოეს მომავალში შეძლებს ფრონტის რომელიმე უბანზე ფართომასშტაბიანი გარღვევა განახორციელოს, არც რომელიმე დიდი უკრაინული ქალაქის აღებას უნდა ელოდეს ვინმე, საამისო რესურსები არ არის.
📌 ვოლჩანსკთან რუსეთის არმიის შეტევა შეჩერებულია და იგი ფრონტის ამ უბანზე ფაქტიურად თავდაცვაზეა გადასული, ვინაიდან შეტევის შემდგომი გაგრძელება დაკავშირებული იქნება დიდ და გაუმართლებელ მსხვერპლთან.
📌 უკრაინელებს დრონების უზარმაზარი რაოდენობა აქვთ, რომლებმაც ფაქტიურად ჩაანაცვლა მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და ნაწილობრივ არტილერიაც. უკრაინული დრონების პრობლემა კი გადაუწყვეტელი რჩება.

რუსი პროპაგანდისტის ამ აღიარებას მისი “კოლეგენი” არცთუ აღფრთოვანებით შეხვდნენ, მაგრამ აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც კოცს დაეთანხმნენ. 

 

  • ოთო კონჯარია, “ალფა სიხშირე” 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...