მთავარისიახლეებისაზოგადოებაავტოსაგზაო შემთხვევას პოლონეთში საქართველოს ორი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას პოლონეთში საქართველოს ორი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა

Published on

მიმდინარეობს  იურიდიული სამუშაოები, რის შემდეგაც პოლონეთში მომხდარ ავტოკატასტროფაში დაღუპული ქართველების ცხედრებს სამშობლოში გადმოასვენებენ. –  ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროე ავრცელებს.
 
,, 16 მარტს ”ოპელის” მარკის ავტომობილი, რომელშიც საქართველოს 7 მოქალაქე იმყოფებოდა, ქალაქების ოპოჩ-ნოსა და კონს-კიეს დამაკავშირებელ გზაზე  მოცურდა და საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ ავტობუსს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევას  საქართველოს ორი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 5 ადამიანი, ყველა მათგანი ასევე საქართველოს მოქალაქეა.'' – ნათქვამია სამინსტროს განცხადებაში.
 
გადმოსვენების პროცედურაში უშუალოდ არის ჩართული  საქართველოს კონსული პოლონეთში თეიმურაზ ფურცელაძე, მისი თქმით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება პოლონეთის სამართალდამცავი უწყებების მიერ და გარკვეული სამუშაოების შემდეგ დაიწყება უშუალოდ გადმოსვენების პროცედურაც. 
 
"დაშავებულები გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებებში, ისინი მე მოვინახულე პირადად, მათი მდგომარეობა სტაბილურია. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება გარდაცვლილების ოჯახებს, მათ უკვე ეცნობათ აღნიშნულის შესახებ და მათთან ყოველწამიერი კომუნიკაცია მიმდინარეობს.“- განაცხადა საქართველოს კონსულმა კლინიკაში დაშავებულთა მონახულების შემდეგ. 
 
ვრცელდება ინფორმაცია, რომ  საქართველოს მოქალაქეები პოლონეთის რეპუბლიკაში სამსახურებრივი მიზნით იმყოფებოდნენ.
 
 

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...