მთავარისიახლეები"ვიმედოვნებ თქვენი ხელმძღვანელობა იქნება წარმატებული მათთვის, ვინც მოუთმენლად ველით გაფართოებულ ალიანსს" -ზურაბიშვილი...

“ვიმედოვნებ თქვენი ხელმძღვანელობა იქნება წარმატებული მათთვის, ვინც მოუთმენლად ველით გაფართოებულ ალიანსს” -ზურაბიშვილი მარკ რუტეს NATO-ს გენ.მდივნობას ულოცავს

Published on

საქართველოს პრეზიდენტი მარკ რუტეს NATO-ს გენერალურ მდივნად არჩევას ულოცავს და X-ზე წერს, რომ იმედოვნებს, რუტეს ხელმძღვანელობა წარმატებული იქნება მათთვის, ვინც მოუთმენლად ელის ალიანსში გაწევრიანებას.

ზურაბიშვილმა იენს სტოლტენბერგს მადლობა გადაუხადა განვლილი საქმიანობისთვის:

“ვულოცავ მარკ რუტეს NATO-ს გენერალურ მდივნად არჩევას. ამ გადამწყვეტ და რთულ დროს, თქვენი როლი არსებითი იქნება გრძელვადიანი მშვიდობის აღდგენის პროცესში დემოკრატიისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად. ვიმედოვნებთ, რომ თქვენი ხელმძღვანელობა იქნება წარმატებული ახალი და მჭიდრო კავშირების დამყარების მათთვის, ვინც მოუთმენლად ველით გაფართოებულ ალიანსს. მადლობა იენს სტოლტენბერგს სამაგალითო სამსახურისა და თავდადებისთვის!” – წერს ზურაბიშვილი.

ოფიციალურად: მარკ რუტე NATO-ს მომდევნო გენერალური მდივანი იქნება

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...