ქალთა მოძრაობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად ომბუდსმენის მიერ წარდგენილ კანდიდატს, არასამთავრობო ორგანიზაცია CiDA-ს დირექტორს, ზვიად დევდარიანს ქალთა მიმართ სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს და ამის შესახებ სპეციალურ მიმართვას უგზავნის პარლამენტს და სახალხო დამცველს. განცხადება მოძრაობის Facebook-ის გვერდზე ვრცელდება.“16 მარტს, მას შემდეგ, რაც ომბუდსმენმა დევდარიანის კანდიდატურა წარადგინა, ქალთა მოძრაობის სამუშაო ჯგუფში, მოძრაობის წევრები ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროების, სექსუალური ხასიათის არასასურველ ფიზიკურ და ვერბალურ ქცევაზე ალაპარაკდნენ…ქალთა მოძრაობის წევრები, რომლებიც ზვიად დევდარიანის მიერ სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობენ, ანონიმურობას ამჯობინებენ. რაც, რა თქმა უნდა არ არის გასაკვირი, გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად ძალადობრივ, პატრიარქალურ კულტურაში ვცხოვრობთ. კულტურაში, რომელიც მსხვერპლს თავად აქცევს “დამნაშავედ”. ჩვენ არ გვაქვს არავითარი მიზეზი ეჭვი შევიტანოთ ათამდე ქალის მონაყოლში, რომლებიც ამტკიცებენ, რომ დევდარიანი მათ სექსუალური ხასიათის წერილებს ინტენსიურად წერდა. ქალები ყვებიან, რომ უჭირდათ დევდარიანის მხრიდან გამუდმებული შევიწროვების შეჩერება.ქალთა მოძრაობა წუხს, რომ წლების განმავლობაში მათ გვერდით იდგა კაცი, რომელიც ერთი მხრივ ქალთა უფლებებზე ლაპარაკობდა, მეორე მხრივ კი ქალებს ავიწროვებდა.გვსურს თანადგომა და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ხმაწართმეულ ქალებს. ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ, ჩვენთვის, მეგობრობა თუ კოლეგიალობა არც ერთ შემთხვევაში არ გახდება იმის მიზეზი, რომ დავიცვათ და გვერდით დავუდგეთ არა მსხვერპლს, არამედ დამნაშავეს.მოვუწოდებთ საქართველოს პარლამეტს და მასთან არსებულ გენდერული თანასწორობის საბჭოს, სასწრაფოდ დაიწყოს სექსუალური შევიწროების საკითხის რეგულირებაზე მუშაობა და მხარი არ დაუჭიროს სექსუალურ ძალადობაში მხილებულ ადამიანს, დაიკავოს ეს მნიშვნელოვანი საჯარო პოზიცია და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკა განსაზღვროს.მოვუწოდებთ საქართველოს სახალხო დამცველს გამოითხოვოს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის მის მიერ დასახელებული კანდიდატურა და შეისწავლოს ყველა იმ ქალის ისტორია, რომელიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ამხელენ“, – ნათქამია მოძრაობის მიმართვაში.სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად ზვიად დევდარიანის კანდიდატურა გუშინ წარადგინა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, მან შერჩევისას გაითვალისწინა გამოწვევები, რომლის წინაშეც ბორდი დგას.საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევმა კომისიამ მეურვეობის მსურველი 14 კანდიდატიდან 12 შეარჩია და სია პარლამენტს 14 მარტს გადაუგზავნა. საკანონმდებლო ორგანო კანდიდატებს კენჭს, სავარაუდოდ, მომავალ სასესიო კვირაში უყრის. დეპუტატებმა სამეურვეო საბჭოს წევრად 12 კანდიდატიდან ოთხი უნდა აირჩიონ.
ქალთა მოძრაობა ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს
სიახლეები
სიახლეები
16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა-სააგენტოს გაფრთხილება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია...
სიახლეები
თურქეთში საქართველოს მიერ ძებნილი “კანონიერი ქურდი” დააკავეს
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მიერ, ინტერპოლის მწვანე ცირკულარით ძებნილი "კანონიერი ქურდი" დააკავა. ამის...
სიახლეები
ამოღებულია კანფეტის ქაღალდებში დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი”-ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1 პირი დააკავეს
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის მცდელობის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე...
სიახლეები
დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დღეს გამოაცხადებს
დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტს დღეს, 12 მაისს გამოაცხადებს, ნათქვამია ქვეყნის საგარეო საქმეთა...