მთავარისიახლეებიალექსი პეტრიაშვილი პარტია "დროას" შეუერთდა

ალექსი პეტრიაშვილი პარტია “დროას” შეუერთდა

Published on

პოლიტიკოსი ალექსი პეტრიაშვილი პარტია “დროას” და შესაბამისად “გირჩი მეტი თავისუფლებისა” და ამ პარტიის ალიანსს უერთდება. ბრიფინგზე მან თქვა, რომ დღეს გადამწყვეტი პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს პოლიტიკურ სივრცეში და ამ ბრძოლაში ერთიანობაა მთავარი.

“მე ჩემი საქმიანობის 100%-ს ყოველთვის ვახმარდი ქართულ საქმეს, ქართულ ინტერესებს და დღეს ვფიქრობ, რომ დღეს არის გადამწყვეტი პოლიტიკური ბრძოლა და ამ ბრძოლაში უნდა ვიყოთ ყველა გაერთიანებული, რათა საქართველო დავაბრუნოთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე. საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება 26 ოქტომბერს, არჩევნების გზით და საქართველომ შეძლოს უსწრაფესად იმ რეფორმების განხორციელება, რომელიც მოამზადებს ჩვენ ქვეყანას ვადამდელი არჩევნებისთვის და აუცილებლად დააყენებს უკან ევროპული ინტეგრაციის კურსზე. […] ჩემთვის პატივია ეს გადაწყვეტილება, რომ ვუერთდები პოლიტიკური პარტია დროას გუნდს, ჩემთვის ძალიან ძვირფას მეგობრებს და ადამიანებს და დროასთან და გირჩი მეტი თავისუფლებასთან ერთად გავაგრძელებთ ამ ბრძოლას, იმედი მაქვს ეს იქნება გზავნილი ყველა იმ ადამიანისთვის, აქტიური ადამიანისთვის, რომელსაც აქვს საზოგადოებაში მაღალი ნდობა და მზად არის ამ ბრძოლაში ჩაერთოს და ვიბრძოლოთ ბოლომდე ერთად, იმედი მაქვს ჩვენ კიდევ ბევრ ადამიანთან ერთად შევძლებთ ერთიანი ძლიერი ცენტრის გაკეთებას, რომელიც მიიღებს გადამწყვეტ მონაწილეობას და ითამაშებს გადამწყვეტ როლს ამ დიდ გამარჯვებაში”, – თქვა პეტრიაშვილმა.

სიახლეები

საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმის და ივანიშვილის გარეშეა შესაძლებელი – წითლიძე

ძალიან ბუნებრივია აშშ-ის მხრიდან შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, - ამის...

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლია. საუბარია კაცზე, ვინც გუშინ თანამოაზრეებთან ერთად...

WSJ- ტრამპი უკრაინის დრონების ინდუსტრიით აღფრთოვანდა

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეგონა,...

ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით აწყობდნენ გარჩევებს – დაკავებულია 27 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, 6 პირს...