მთავარისიახლეებისაქართველოს გადარჩენა მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმის და ივანიშვილის გარეშეა შესაძლებელი - წითლიძე

საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმის და ივანიშვილის გარეშეა შესაძლებელი – წითლიძე

Published on

ძალიან ბუნებრივია აშშ-ის მხრიდან შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, – ამის შესახე ენმ-ს წევრი ანი წითლიძე საუბრობს. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის, რომ ვერ დაალაგებენ ურთიერთობებს ვერც აშშ-თან და ვერც ევროკავშირთან, რადგან არცერთი მათგანი ავტოკრატიულ რეჟიმებთან არ თანამშრომლობს.

წითლიძე პირდაპირ ამბობს, რომ საქართელოს გადარჩენა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის გარეშეა შესაძლებელი.

„ძალიან ბუნებრივია აშშ-ის მხრიდან შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს საქართველოში. როდესაც ჟურნალისტებს, ვახო სანაიას და მზია ამაღლობელს აკავებენ გამოხატვის თავისუფლების გამო, ცხადია, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ექნებათ ის რეაქცია, რაც ჰქონდა აშშ-ს. „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის, რომ ვერ დაალაგებენ ურთიერთობებს ვერც აშშ-თან და ვერც ევროკავშირთან ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ისინი იმ რეჟიმებთან, რომლებიც გამოხატვის თავისუფლების გამო აკავებენ ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და რიგით მოქალაქეებს, იმ რეჟიმებთან, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, რომლებიც წამლავენ, ასისხლიანებენ და ძალადობენ საქართველოს მოქალაქეებზე და იზოლაციაში აქცევენ საკუთარ ქვეყანას, აკარგვინებენ ყველაზე მთავარ ევროპულ მომავალს, რომელიც პირდაპირ კავშირშია საქართველოს თავისუფლებასთან და ეროვნულ იდენტობასთან, არ ალაგებენ ურთიერთობებს. აშშ-ს და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ეს რეაქცია ნათლად მიუთითებს მხოლოდ ერთ რამეზე, რომ საქართველოს გადარჩენა იქნება მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმისა და ბიძინა ივანიშვილის გარეშე შესაძლებელი. ამ გადაწყვეტილებას დარწმუნებული ვარ, მოჰყვება აუცილებლად კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები აშშ-გან. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ რიტორიკას, როცა ატყუებდნენ თავის ამომრჩევლებს, თითქოს ბაიდენის ადმინისტრაცია იყო მათზე გადაკიდებული. ურთიერთობებს მაშინ დაალაგებდნენ, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია მოვიდოდა. ეს არის განცხადება, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში გაკეთდა და გაკეთდა ძალიან მწვავე ენით, სადაც პირდაპირ ითქვა, რომ ის რაც დღეს საქართველოში ხდება არის გამოხატვის თავისუფლება და არანაირი კავშირი მას დემოკრატიასთან და განვითარებასთან არ აქვს“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

სიახლეები

„მზად ვარ, პუტინს თურქეთში შევხვდე“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირდაპირი შეხვედრის გამართვის ინიციატივით გამოდის. მისი...

სასკოლო ფორმების გაყიდვა დღეიდან იწყება

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების შეძენა დღეიდან იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს. უწყების...

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...