მთავარისიახლეებიეროვნულმა ბანკმა მაის-ივნისში იმაზე მეტი დოლარი გაყიდა ვიდრე 2023 წელს მთლიანად

ეროვნულმა ბანკმა მაის-ივნისში იმაზე მეტი დოლარი გაყიდა ვიდრე 2023 წელს მთლიანად

Published on

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 16 მაისიდან – 11 ივნისამდე პერიოდში, სავალუტო აუქციონზე 168.7 მილიონი დოლარი გაყიდა, რაც 2023 წლის ჯამურ მონაცემს დაახლოებით 2 მილიონით აჭარბებს. ინფორმაციას BPN ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სებ-მა სავალუტო აუქციონზე ამ წლის 16 მაისს – 60 მლნ. დოლარი გაყიდა, 28 მაისს – 48.7 მლნ. დოლარი, 11 ივნისს 60 მლნ. დოლარი.

2023 წლის განმავლობაში საქართველომ 166.750 მლნ დოლარის უცხოური ვალუტა გაყიდა, რაც დღევანდელ მაჩვენებელზე 1.2%-ით ნაკლებია.

2023 წლის 11 ივნისამდე ეროვნულ ბანკს მხოლოდ 17.1 მლნ დოლარი ჰქონდა გაყიდული. შარშან სავალუტო აუქციონზე სებ-მა უცხოური ვალუტის ძირითადი ნაწილი (149.65 მილიონი დოლარი) სექტემბრისა და ოქტომბრის თვეებში გამოიტანა.

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....