მთავარისიახლეებიპოლიტიკაეკა გიგაური პრემიერის წერილს დიდ შეცდომას უწოდებს

ეკა გიგაური პრემიერის წერილს დიდ შეცდომას უწოდებს

Published on

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი პრემიერის განცხადებას აფასებს და აცხადებს, რომ ეს იყო კონსტექტიდან ამოვარდნილი წერილი და ძალიან დიდი შეცდომა.ეკა გიგაურის თქმით, საინტერესოა, ამ წერილის შედგენაში ჩართულები იყვნენ თუ არა საგარეო საქმეთა სამინისტრო და პარლამენტი და უძღოდა თუ არა ამ ყველაფერს წინ კონსულტაცია.ეკა გიგაურის თქმით, პრემიერი თავის ნათქვამზეა პასუხისმგებელი.„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ აღნიშნული წერილიდან გამომდინარე, პრემიერმა საზოგადოებას თუნდაც, პარლამენტიდან უნდა აუხსნას შინაარსი.
„ეს იყო ძალიან სახიფათო დისკუსია, რომელიც დაიწყო ზუსტად ან წერილის გავრცელების შემდეგ და ის უიმედობა, რომელიც შეიძლება ჩვენს მოსახლეობაში გავრცელდეს ამ წერილის შემდეგ, ასევე არის პრობლემატური,“ – აღნიშნა გიგაურმა.ეკა გიგაურის თქმით, პრემიერი მსგავსი განცხადებით საზოგადოებაში კონფლიქტს ქმნის, რის გამოსავლადაც, მთავრობის მხრიდან გაერთიანებისკენ მოწოდებას ასახელებს.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...