მთავარისიახლეებისაზოგადოებაPolitico: თითქმის გადაწყვეტილია, ვინ დაიკავებს ევროკავშირის წამყვან თანამდებობებს

Politico: თითქმის გადაწყვეტილია, ვინ დაიკავებს ევროკავშირის წამყვან თანამდებობებს

Published on

Politico წერს, რომ “თითქმის გადაწყვეტილია”, ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ ვინ დაიკავებს ევროკავშირში წამყვან თანამდებობებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა რვა ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

Politico-ს მიხედვით, თანამდებობები შემდეგნაირად გადანაწილდება:

ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტს მეორე ვადით დაიკავებს.
პორტუგალიის ყოფილი პრემიერმინისტრი, ანტონიო კოსტა ევროსაბჭოს პრეზიდენტად მოიაზრება.
რობერტა მეცოლა კი ევროპარლამენტის ხელმძღვანელად განიხილება.
რაც შეეხება ესტონეთის პრემიერ კაია კალასს, გამოცემის ცნობით, ის ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზე ჯოზეფ ბორელს ჩაანაცვლებს.
ანონიმური ევროპელი დიპლომატების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არაფერია ჩამოყალიბებული, შეთანხმების საბოლოო მონახაზი ლიდერების არაფორმალურ ვახშამზე 17 ივნისს შეჯერდება.

რაც შეეხება ოფიციალურ შეთანხმებას, როგორც გამოცემა წერს, ამის შესახებ 27-28 ივნისის, ანუ ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდგომ გახდება ცნობილი.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...