მთავარისიახლეებისაზოგადოებასებ-მა 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

სებ-მა 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

Published on

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წლის 11 ივნისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 60 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8635 შეადგინა.

“აღნიშნული ინტერვენციის მიზანია ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების შედეგად ბაზრის მოლოდინებზე შესაძლო უარყოფითი გავლენის შემცირება.

ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები, კერძოდ საფინანსო სექტორის მიერ, წინა წლებში გამოშვებული ლარით დენომინირებული ვალდებულებების დაფარვა, დივიდენდების გადახდა, სავალუტო ბაზარზე უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას დროებით ზრდის. იმისათვის, რომ აღნიშნულმა ტრანზაქციებმა გაცვლითი კურსის ჭარბი მერყეობა არ განაპირობოს ეროვნული ბანკი ბაზარს სავალუტო აუქციონების გზით უცხოურ ვალუტას საჭიროების მიხედვით აწვდის.” აცხადებს სებ-ი.

ცნობისთვის, ლარი დოლართან მიმართებით გუშინ, 2 თეთრით გაუფასურდა.

ახალ გაცვლით კურსს, რომელიც ხვალ იმოქმედებს, ეროვნული ბანკი დღეს, დაახლოებით 17 საათზე დაადგენს.

სიახლეები

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა. 5 პოლიტიკური...

სტამბოლში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

სტამბოლში, მალთეფეს რაიონში, შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვედა სამი სართული ჩამოინგრა. შემთხვევა 8 ოქტომბერს, გამთენიისას...