მთავარისიახლეები"ეს არის მორიგი შეცდომა..." - წულუკიანი აშშ-ის სანქციებზე

“ეს არის მორიგი შეცდომა…” – წულუკიანი აშშ-ის სანქციებზე

Published on

“ეს არის მორიგი შეცდომა…”- ამის შესახებ კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი TV იმედის ეთერში საუბრობს და აშშ-ის მიერ სანქციების პირველი პაკეტის დაწესებას ეხმაურება.

ეს არის მორიგი შეცდომა, რომელსაც სამწუხაროდ, მათდა სამწუხაროდ, ჩვენდა სამწუხაროდ, ამერიკის შეერთებული შტატები უშვებს თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობაში. ალბათ უნდა აქედან უკვე ვივარაუდოთ, რომ ამ მორიგი შეცდომის, ეს არ არის პირველი შეცდომა, მორიგი შეცდომის შემდეგ ალბათ კიდევ სხვა შეცდომებიც იქნება ალბათ, იმედი გვაქვს, რომ არა, მაგრამ დინამიკა ამას მე პირადად მავარაუდებინებს. და ეს კიდევ უფრო გაწელავს დროში, გაახანგრძლივებს იმ დროს, რომელიც საჭიროა ასეთ დროს ორმხრივ ურთიერთობებში დადგეს დღე, როდესაც დაიწყება ფურცლის გადაშლა და ურთიერთობების გადატვირთვა. ამიტომ არის შეცდომა, იმიტომ რომ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში აშშ-ს ძალიან სჭირდება რომ ეს ურთიერთობები გადაიტვირთოს. ჩვენ დაველოდებით ამ დღეს…

ჩვენ, ამ მთავრობას, ამ მთავრობას ხაზს ვუსვამ, იმიტომ რომ ამ მტრულ აქტში, რომელსაც MEGOBARI აქტი დაარქვეს, თქვენ ნახავთ, რომ მთელ ტექსტში არის ერთადერთი სიტყვა, რომელიც თითქმის ყველა ხაზზე მეორდება, ეს არის This government, ანუ ეს მთავრობა. რეალურად ეს მთავრობა არის ვიღაცისთვის პრობლემა და აი ამ მთავრობას არასდროს, რომლის წევრიც ვარ განუწყვეტელი 12 წლის განმავლობაში, არასდროს, არცერთხელ არცერთ დარგში და სფეროში არ გადაუდგამს ამ სტრატეგიული პარტნიორობის საწინააღმდეგო ნაბიჯი არც ტექნიკური, არც პოლიტიკური, არც მორალური თუ ადმინისტრაციული. აღარაფერს ვამბობ სამხედროზე… – ამბობს წულუკიანი.

სიახლეები

რუსული შეტევა სუმის მიმართულებით მთლიანად ჩაშლილია – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, გენერალ ოლექსანდრ სირსკისთან შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სუმის...

ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას პაატა ბურჭულაძეც ესწრებოდა

ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მოძრაობა "რუსთაველის გამზირის" დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ლევან...

არასაპატიმრო გირაო 2.000 ლარი – მეგი დიასამიძე დარბაზიდან გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ მეგი დიასამიძეს, რომელსაც თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავებიან,...

მობილბანკში იგებ – საქართველოს ბანკის გათამაშება დაიწყო, საპრიზო ფონდია 650 000 ლარი

საქართველოს ბანკი სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას და მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ბანკში ახალი შესაძლებლობების განვითარებას განაგრძობს. ამ...