მთავარისიახლეებიგუშინ რაც ვიხილეთ აშშ-ის კონგრესში, ეს იყო ბოლშევიკური ღალატი -კობახიძე

გუშინ რაც ვიხილეთ აშშ-ის კონგრესში, ეს იყო ბოლშევიკური ღალატი -კობახიძე

Published on

პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე გუშინ, აშშ-ის კონგრესში MEGOBARI Act-ზე გამართულ მსჯელობასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს იყო ბოლშევიკური ღალატი.

საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ “ჰელსინკის კომისიის” ფარგლებში ჩატარებულ მოსმენაზე სიტყვით გამოვიდნენ “სამოქალაქო საზოგადოების ფონდის” ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ივანე ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი და “ჩეთემ ჰაუსის” უფროსი მკვლევარი ნატალი საბანაძე.

“გუშინ რაც ვიხილეთ ჩვენ კონგრესში, ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი, პირდაპირ ვიტყოდი ამას, გუშინ, რა ჰქვიათ, ვანო და ნატალია, სერგო ორჯონიკიძეები საუბრობდნენ საქართველოსთან დაკავშირებით, ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი, ბოლშევიკური ღალატი, ამას სხვა სახელი არ შეიძლება დაერქვას, რაც ძალიან დასანანია”, – თქვა კობახიძემ

სიახლეები

ჩინეთის 2-მა მოქალაქემ თვითმფრინავში მგზავრები გაქურდა-დაკავებულია ორი პირი

სამართალდამცავებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ...

მითხრა, რომ თბილისზე სიუჟეტს აკეთებდა და შეკითხვები დამისვა, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ-კალაძე რუსულენოვან ბლოგერთან ინტერვიუზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ერთ-ერთ რუსულენოვანი ბლოგერისთვის ინტერვიუს მიცემაში პრობლემას ვერ ხედავს. ამის...

რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინელებმა თათრეთის რესპუბლიკაში სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნიჟნეკამსკში სამრეწველო და სამოქალაქო ობიექტებზე იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, -...

ამ კვირაში გვექნება ახალი კონტაქტები შუამავლებთან – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სამშვიდობო პროცესის შუამავლებთან ახალი კონტაქტები, ასევე საჰაერო თავდაცვის მომარაგების...