მთავარისიახლეებისაზოგადოებააფხაზეთში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

აფხაზეთში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

Published on

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახური ავრცელებს.დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, დაკავებულია გიორგი ზარანდია, ქალაქ ზუგდიდის მცხოვრები. „გალის რაიონის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის საქმეზე. ტარდება საჭირო საგამოძიებო ღონისძიებები“, – ნათქვამია განცხადებაში.  გიორგი ზარანდიას დედამ ნინო ზარანდიამ მისი შვილოს დაკავების შესახებ ინფორმაცია მედიიდან შეიტყო. მისი თქმით, გიორგი ერთი კვირაა თბილისში იმყოფება და თუ რა მიზეზით ცდილობდა ე.წ. საზღვრის გადაკვეთას მისთვის უცნობია.ოკუპირებული აფხაზეთში ზუგდიდის მკვიდრი გიორგი ზარანდია გუშინ ღამით დააკავეს.

სიახლეები

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...