მთავარისიახლეებიპოლიტიკატერეზა მეი: ყოფილი მზვერავი და და მისი ქალიშვილი მოწამლულები არიან ...

ტერეზა მეი: ყოფილი მზვერავი და და მისი ქალიშვილი მოწამლულები არიან ნივთიერებით, რომელსაც რუსეთი აწარმოებდა

Published on

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ რუსეთის ყოფილი მზვერავის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალი, ”დიდი ალბათობით”, რუსეთს მიუძღვის. ამის შესახებ მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
„ახლა ნათელია, რომ სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლულები არიან სამხედრო ტიპის ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით, რომელსაც რუსეთი აწარმოებდა. იმის გათვალისწინებით, რომ პორტონ-დაუნის სამეცნიერო-ტექნიკურ ლაბორატორიაში მსოფლიო ექსპერტებმა ამ ქიმიური ნივთიერების იდენტიფიცირება შეძლეს, აგრეთვე იქედან გამომდინარე, რომ, ჩვენი ინფორმაციით, ადრე ამ ნივთიერებას რუსეთი აწარმოებდა და ახლაც შეუძლია მისი წარმოება, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი სახელმწიფო მკვლელობებს ახორციელებს, ჩვენი მთავრობა მივიდა დასკვნამდე, რომ დიდი ალბათობით, სერგეი და იულია სკრიპალების წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებზე რუსეთია პასუხისმგებელი“, – განაცხადა მეიმ.
 
შეგახსენებთ, რომ ქალაქ სოლსბერის საავადმყოფოში სავარაუდოდ მოწამლული ГРУ-ს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი 6 მარტს გადაიყვანეს. 
 
66 წლის სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩებიან.
 
2006 წელს მოსკოვის საოლქო სამხედრო სასამართლომ სერგეი სკრიპალს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობისას 1990-იან წლებში სკრიპალი ბრიტანულმა დაზვერვამ გადაიბირა და ის ოფიციალურ ლონდონს სახელმწიფო საიდუმლოს შემცველ ინფორმაციას გადასცემდა.
 
2010 წელს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სკრიპალი და ჯაშუშობისთვის გასამართლებული კიდევ ორი პირი შეიწყალა და აშშ-ში დაკავებულ 10 ადამიანზე გაცვალა.
 
რაც შეეხება რუსეთის რეაქცია,ს  იგი პრემიერ-მინისტრის გამოსვლას პარლამენტში, რუსეთის საგარეო უწყება საცირკო წარმოდგენას უწოდებს.
 
უწყების პრესსამსახურის წარმომადგენლის თქმით, ტერეზა მეის განცხადებას საფუძვლად პროვოკაციაზე დაფუძნებული მორიგი პოლიტიკური კამპანია უდევს.  ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, მარია ზახაროვა ასევე დაინტერესდა, თუ რა შედეგით დასრულდა ლიტვინენკოს, ბერეზოვსკისა და სხვა პირების ბრიტანეთის ტერიტორიაზე გაურკვეველ გარემოებებში დაღუპვის გამოძიება.
 
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთთან საუბრის დაწყებამდე ყოფილი აგენტის გარდაცვალების ფაქტი საფუძვლიანად ლონდონმა უნდა შეისწავლოს.
 
 

სიახლეები

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...

ზურაბ მენთეშაშვილს 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

გზის განმეორებით გადაკეტვისთვის დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 9 თვით...

მოსკოვს არ უნდა მიეცეს ევროპის საჰაერო სივრცის დაუსჯელად დარღვევის უფლება – კალასი

რუსული დრონის გალაცში საცხოვრებელ კორპუსზე დაცემა რუმინეთის სუვერენიტეტისა და ევროპის საჰაერო სივრცის აშკარა და...

29-30 მაისს მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი...