მთავარისიახლეებიმოსკოვს არ უნდა მიეცეს ევროპის საჰაერო სივრცის დაუსჯელად დარღვევის უფლება - კალასი

მოსკოვს არ უნდა მიეცეს ევროპის საჰაერო სივრცის დაუსჯელად დარღვევის უფლება – კალასი

Published on

რუსული დრონის გალაცში საცხოვრებელ კორპუსზე დაცემა რუმინეთის სუვერენიტეტისა და ევროპის საჰაერო სივრცის აშკარა და სერიოზული დარღვევა იყო.

მე ვესაუბრე საგარეო საქმეთა მინისტრს, ოანა ცოიუს დღეს დილით, რათა გამომეხატა ევროკავშირის სრული სოლიდარობა რუმინეთის მიმართ.

რუსეთმა დიდი ხანია შეწყვიტა საზღვრების პატივისცემა. მოსკოვს არ უნდა მიეცეს ევროპის საჰაერო სივრცის დაუსჯელად დარღვევის უფლება.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გუშინ პირობა დადეს, რომ გააძლიერებენ ზეწოლას რუსეთზე, გაზრდიან მხარდაჭერას უკრაინის მიმართ და ინვესტიციას ჩადებენ ევროპის თავდაცვის მზადყოფნაში.

წერს სოციალურ ქსელში საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი.

ცნობისთვის, რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 28-29 მაისის ღამის საათებში რუსული დრონი ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და ქალაქ გალაციში საცხოვრებელ კორპუსს დაეცა

სიახლეები

აშშ-ის არჩევნებში დემოკრატებმა სენატში უმრავლესობა მოიპოვეს

2026 წლის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, Newsmax-ი და სხვა წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებები ავრცელებენ. სენატზე უმრავლესობის მოპოვება...

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...