მთავარისიახლეებიდღეს საქართველო კრემლის მიერ კონტროლდება, მალე იმ მოქალაქეებსაც აღარ შეუშვებენ ქვეყანაში, ვინც...

დღეს საქართველო კრემლის მიერ კონტროლდება, მალე იმ მოქალაქეებსაც აღარ შეუშვებენ ქვეყანაში, ვინც ოკუპანტი რუსეთისა და პუტინის წინააღმდეგია – გონჩარენკო

Published on

უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსეი გონჩარენკო ეხაურება უკრაინის მოქალაქეების განცხადებებს, რომლებიც საქართველოს საზღვარზე არსებულ მკაცრ კონტროლზე საუბრობენ.

გონჩარენკო “მთავართან” ინტერვიუში ამბობს, რომ არ ფლობს ინფორმაციას საზღვარზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. თუმცა, ის ფიქრობს, რომ დღეს საქართველო პუტინისა და კრემლის მიერ კონტროლდება.

“დღეს საქართველოში სამწუხაროდ კიდევ უფრო ნათლად იკვეთება რუსული გავლენები. ეს პრინციპში ივანიშვილის აქციაზე გამოჩენამ და მისმა გამოსვლამაც დაადასტურა, რომ ბოლომდე პუტინისტური გეგმის მიხედვით მოქმედებს. დღეს საქართველომ უნდა აირჩიოს თავისი მომავალი – სურს იყოს რუსეთის მხარეს თუ ჰქონდეს ევროპული მომავალი. ცხადია, ივანიშვილსა და მის გარემოცვას ქვეყანა იზოლაციისკენ მიჰყავს. მე ამ ფაქტების შესახებ არ ვიცი. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ დღეს საქართველო პუტინისა და კრემლის მიერ კონტროლდება და, ამიტომ, არამარტო უკრაინელებს, არამედ მალე ყველა სხვა ქვეყნის იმ მოქალაქეებსაც აღარ შეუშვებენ საქართველოში, ვინც ოკუპანტი რუსეთის და პუტინის წინააღმდეგია,” – ამბობს გონჩარენკო.

სიახლეები

საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმის და ივანიშვილის გარეშეა შესაძლებელი – წითლიძე

ძალიან ბუნებრივია აშშ-ის მხრიდან შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, - ამის...

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ

MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ბულინგის მსხვერპლია. საუბარია კაცზე, ვინც გუშინ თანამოაზრეებთან ერთად...

WSJ- ტრამპი უკრაინის დრონების ინდუსტრიით აღფრთოვანდა

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეგონა,...

ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით აწყობდნენ გარჩევებს – დაკავებულია 27 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, 6 პირს...