მთავარისიახლეებისაზოგადოებაარასამთავრობო ორგანიზაციები რუსულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ და სტრასბურგისთვისაც ემზადებიან

არასამთავრობო ორგანიზაციები რუსულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ და სტრასბურგისთვისაც ემზადებიან

Published on

არასამთავრობო ორგანიზაციები რუსულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებენ – მესამე სექტორმა ერთობლივი გადაწყვეტილება დღეს, ერთობლივ ბრიფინგზე გაახმოვანა. ორგანიზაციების განცხადებით, უკვე დაწყებულია სარჩელის მომზადება და უახლოეს პერიოდში მიმართავენ სასამართლოს.

ხოლო თუ საკონსტიტუციო სასამართლო კანონის მოქმედებას არ შეაჩერებს, სარჩელი უკვე სტრასბურგში გაიგზავნება.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ რუსული კანონის წესებით არ ვიცხოვრებთ და გამოვიყენებთ ყველა შიდა და საერთაშორისო მექანიზმს მისი მოქმედების შესაფერხებლად
კანონის უპირობო გაუქმებამდე.

ამისათვის, ვამზადებთ სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად და უახლოეს პერიოდში მივმართავთ მას. საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია იმოქმედოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით და შეაჩეროს კანონის შესაბამისი მუხლების მოქმედება.

თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოს არ მივიჩნევთ ერთადერთ გზად ჩვენი სამართლებრივი ბრძოლისათვის. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო არ იმოქმედებს დროულად და კონსტიტუციურ ჩარჩოებში, ჩვენ გამოვიყენებთ ალტერნატიულ
სამართლებრივ მექანიზმს.

პარალელურად ვემზადებით ადამიანის უფლებათა ევროპულ
სასამართლოში საჩივრის წარსადგენად, რომელსაც მივმართავთ შესაბამის დროს. ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა და მედიას შეუძლია ამ ბრძოლის მონაწილე გახდეს და შემოგვიერთდეს.

ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ.
არა რუსულ კანონს!
კი ევროპას!” ნათქვამია განცხადებაში.

სიახლეები

ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს...

ენმ-ს განცხადებით შსს-მ 1 ოქტომბერს აქციის გამართვის უფლება არ მისცა

"გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5...

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად და ტყვეების დასახმარებლად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს....

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია თავისუფალია. მან საპატიმრო ცოტა...