მთავარისიახლეებიანაკლიის პორტს ჩინური კონსორციუმი ააშენებს

ანაკლიის პორტს ჩინური კონსორციუმი ააშენებს

Published on

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტში წინადადება მხოლოდ ჩინურმა კომპანიამ წარადგინა.

მისივე თქმით, ჩინური კონსორციუმი ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში გამოცხადდება:

„20 მაისს ანაკლიის პორტის განვითარების სააგენტოში წინადადება წარმოადგინა მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა წარმოადგინა. ეს არის კომპანია CCC და ჩაინა ჰარბურ ინვესტმენტი, რომელსაც ჰყავს ორი მნიშვნელოვანი ქვეკონტრაქტორი CRBC და „ჩინგაო პორტ ინტერნეიშენალი“. „ჩინგაო პორტი“ ტვირთბრუნვის მიხედვით მსოფლიოში მე-6, მე-7 ადგილზეა ტვირთბრუნვის მიხედვით და ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა.

უახლოეს ხანებში გვექნება წინადადებების შეფასება და გამოვავლენთ გამარჯვებულ კომპანიას, შემდეგ კი ვიმსჯელებთ ხელშეკრულებების პირობებთან დაკავშირებით და ასევე პარტნიორთა შეთანხმებაზე, რის შემდეგაც გავაფორმებთ შეთანხმებას კერძო პარტნიორთან. ” განაცხადა დავითაშვილმა

მისი თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში 51%-იანი წილი სახელმწიფოს, ხოლო კერძო პარტნიორს 49% ექნება.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ მასთან ხელშეკრულების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებებს რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე დასჭირდება.

ეკონომიკის სამინისტრომ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ანაკლიის პორტის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში საბოლოო ფაზაზე მხოლოდ ორი ჰოლდინგი შვეიცარულ-ლუქსემბურგული კომპანია და ჩინურ-სინგაპურული ჰოლდინგი გადავიდნენ 2023 წლის 22 სექტემბერს გაასაჯაროვა.

სიახლეები

სასამართლომ გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით...

იტალიაში ქურდობისთვის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიაში ვერონას კარაბინერებმა (ადგილობრივი პოლიცია) ქართველი კაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის...

კოლუმბიის პრეზიდენტი ტრამპთან შეხვედრას დათანხმდა

კოლუმბიის პრეზიდენტი, გუსტავო პეტრო აცხადებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეთავაზებას დათანხმდა. ისინი ვაშინგტონში გამართავენ...

რუსული მედიის მტკიცებით, აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა

რუსულ მედიასა და ომის მხარდამჭერ რუსულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ აშშ-ის...