მთავარისიახლეებისაზოგადოებავეტოს დაძლევის შემდეგ "ოცნების" დეპუტატები შენობას სპეცრაზმელების დახმარებით ტოვებენ

ვეტოს დაძლევის შემდეგ “ოცნების” დეპუტატები შენობას სპეცრაზმელების დახმარებით ტოვებენ

Published on

84 მომხრე, 4 წინააღმდეგი – პრეზიდენტის ვეტო პარლამენტის სხდომაზე დაძლეულია. ამ წუთებში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დემონსტრანტთა შეძახილების ფონზე “მონებო!”, “მოღალატეებო!”, “რუსებო” ტოვებენ პარლამენტის შენობას თავიანთი ავტომანქანებით, ჭიჭინაძის ქუჩა და პარლამენტის ეზო სავსეა საპატრულო, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებითა და სპეცრაზმელებით. 

სუფთავდება ჩიტაძის ქუჩა, პოლიცია აიძულებს დემონსტრანტებს, ტროტუარებიც გაათავისუფლონ და ჩიტაძის ქუჩის დასაწყისისკენ გადაიწიონ. მობილიზებულია დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალები. 

პროცედურების მიხედვით, კანონი გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც, სავარაუდოდ, ისევ არ მოაწერს ხელს კანონს, რის შემდეგაც 5 დღის ვადაში დაბრუნდება პარლამენტში და ხელს მოაწერს შალვა პაპუაშვილი, რაც იმას ნიშნავს, რომ “რუსულ კანონზე” სრულ პასუხისმგებლობას ამ კანონზე აიღებს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა, ანუ “ქართული ოცნება”.

პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, კენჭისყრის დაწყებამდე, სხდომა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დატოვეს და დემონსტრანტებს შეუერთდნენ. 

სიახლეები

გუდაურის ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა

გუდაურის ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა 2022 წლის 29 ივლისს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩამოვარდნას 8...

უილსონი-ოცნება “სიძულვილის ქადაგების” შეჩერების საბაბით სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს

როგორც მოსალოდნელი იყო, ქართული ოცნება "სიძულვილის ქადაგების" შეჩერების საბაბით სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს. ამ პრორუსულ,...

თანხის თაღლითურად დაუფლებისთვის შსს-ს ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი,...

საქართველოს გადარჩენა მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმის და ივანიშვილის გარეშეა შესაძლებელი – წითლიძე

ძალიან ბუნებრივია აშშ-ის მხრიდან შეფასება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, - ამის...