მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს მთავრობა ევროპულ გზას შორდება, EU-მ უნდა იმოქმედოს - ცაჰკნა

საქართველოს მთავრობა ევროპულ გზას შორდება, EU-მ უნდა იმოქმედოს – ცაჰკნა

Published on

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ბრიუსელში განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპულ გზას შორდება. მან ასევე აღნიშნა, რომ მათ ეს საჯაროდაც განაცხადეს. სწორედ ამიტომ, ცაჰკნას თქმით, ევროკავშირმა ახლა უნდა იმოქმედოს:

“ლიეტუვის, ლატვიისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ვიყავით საქართველოში და ვითარება ნამდვილად შემაშფოთებელია. ერთი საკითხია “უცხოური აგენტების” კანონი. მაგრამ საქმეა ისაა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპულ გზას შორდება და მათ ეს საჯაროდაც განაცხადეს. ასე რომ, ჩვენ დღეს ასევე დავაყენებთ საქართველოს საკითხს, რომ ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს, მკაფიო უნდა იყოს პასუხთან დაკავშირებით. რადგან ჩვენ მივეცით საქართველოს მთავრობას შეღავათები, ეს ეხება უვიზო მიმოსვლას, ნებისმიერი სახის მხარდაჭერას, ასევე, კანდიდატი ქვეყნის ოფიციალურ სტატუსს. ასე რომ, განვიხილავთ საქართველოსთან დაკავშირებულ სიტუაციასაც, რადგან ქართველს ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და საქართველოს მთავრობაც ამას დაჰპირდა არა მხოლოდ ხალხს, არამედ ევროკავშირსაც. ევროკავშირის მხარდაჭერა ამ გზის მიმართ ნაჩუქარი არ არის, რადგან საქართველოს მთავრობამ უნდა შეასრულოს შეთანხმებული გზის ცხრა პირობა…

პირველ რიგში, რაც გვინდა, არის ის, რომ გვსურს, კომისიისგან მივიღოთ ცხრა ნაბიჯის შესახებ მიმოხილვა, ასევე, რეაქციების მომზადება. ვგულისხმობ როგორც კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, ასევე პერსონალურ სანქციებს, თუ ეს შესაძლებელია, ასევე ვიზების რეჟიმის შესაძლო შეჩერებისა და გადახედვის შესახებ. ასე რომ, იმიტომ, რომ ყველაფერი მიეცა საქართველოს მთავრობას, ის ნაჩუქარი არ არის, საქართველოს ხელისუფლებამ ახლა ისე უნდა განაგრძოს სვლა, როგორც ეს ევროკავშირთან და ქართველ ხალხთან შეათანხმა,” – განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.

ცნობისთვის, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ხელმძღვანელობს. დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი საქართველოში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხება. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც “ოცნებამ” რუსული კანონი მიიღო.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...