მთავარისიახლეებისალომე ზურაბიშვილმა, გადამწყვეტ დროს, ისტორიის გადამწყვეტ მომენტში, დაიჭირა ქვეყნისა და ხალხის მხარე...

სალომე ზურაბიშვილმა, გადამწყვეტ დროს, ისტორიის გადამწყვეტ მომენტში, დაიჭირა ქვეყნისა და ხალხის მხარე – მელია

Published on

ალომე ზურაბიშვილის შეთავაზებასა და “ქართულ ქარტიას” კიდევ ერთხელ ეხმაურება “ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა მელია და წერს, რომ პრეზიდენტმა გადამწყვეტ მომენტში ქვეყნისა და ხალხის მხარე დაიჭირა:

“სალომე ზურაბიშვილმა, გადამწყვეტ დროს, ისტორიის გადამწყვეტ მომენტში, დაიჭირა ქვეყნისა და ხალხის მხარე, იქცა ქვეყანაში ევროპული მომავლის გარანტად როგორც ინსტიტუციურად, ისე პიროვნულად.
დღეს ჩვენი ძალა, წარსულში და მომავალში სხვადასხვა პოზიციებზე მყოფი, მრავალფეროვანი ადამიანების, მიზნის გარშემო ერთობაშია.
მიზანი კი არის, არსებული ხელისუფლების დამარცხება, მრავალფეროვანი და მრავალპარტიული პარლამენტით, სადაც თითოელი ქართველის ხმა იქნება გაგონილი და პოლიტიკაში ასახული, დასრულდება ერთპარტიული მმართველობა, გაქრება მომავალში ერთპარტიულად საახელმწიფოს მიტაცების რისკი; იქნება კოალიციური მთავრობა,სადაც გადაწყვეტილებები მიიღება პოლიტიკური კონსენსუსისა და თანხმობის გზით.
ამ ყველაფერში კი პრეზიდენტის როლი, იქნება გადამწყვეტი:
კოალიციური მოლაპარაკებების შედეგად და პრეზიდენტთან კოორდინაციით – ჩამოყალიბდება მთავრობა.
წარდგენილი პროგრამის შესრულების შემდეგ, რეფორმირებული ინსტიტუტების პირობებში, მომზადდება და ჩატარდება თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები.” წერს ნიკა მელია.

პრეზიდენტმა „ქართული ქარტია” 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, ორბელიანების სასახლესთან გამართულ ღონისძიებაზე წარადგინა და ოპოზიციას მიმართა, რომ მასზე ხელმოსაწერად ვადა 1-ელ ივნისამდე აქვთ.

დოკუმენტი მოიცვას ძირეულ რეფორმებს და ითვალისწინებს ყველა ანტიევროპული კანონის გაუქმებას; მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლებას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და სხვა ძალოვანი უწყებების ძირეული რეფორმას, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და საარჩევნო სისტემის გაჯანსაღებას;

“ახალმა” გუშინვე დააფიქსირა პოზიცია, რომ ქარტიას ხელს მოაწერს.

სიახლეები

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც 30...

TI- “პარტიას აფინანსებენ ისინი, ვინც შენი ჯიბიდან 17.7 მილიონს იღებს”

"აპრილში ქართულ ოცნებას" 26-მა პირმა 763 000 ლარი შესწირა - ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო ავრცელებს. TI-ის...