მთავარისიახლეებიაშკარაა, საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის, მინისტრებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ იმოქმედონ -ბორელი

აშკარაა, საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის, მინისტრებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ იმოქმედონ -ბორელი

Published on

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან ამბობს, რომ დღევანდელ საბჭოზე საუბარი საქართველოში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხება.

“მინისტრები შეაფასებენ საქართველოში არსებულ სიტუაციას, აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის და მინისტრებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ იმოქმედონ”, – ამბობს ბორელი.

მისი თქმით, საქართველოს შესახებ დღეს იქნება მხოლოდ არსებული სიტუაციის პირველადი შეფასება.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც “ოცნებამ” რუსული კანონი მიიღო. მაისში თბილისში იმყოფებოდა ევროკავშირის ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი – ლიეტუვა; ესტონეთი; ისლანდია; ლატვია. მათ მოუწოდეს ხელისუფლებას, არ მიეღო აღნიშნული კანონი თუ სურს ევროკავშირში გაწევრიანება. 

სიახლეები

მარნეულის მერის ძმას ბრალი წარუდგინეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე მარნეულის მერის ძმას, ქენალ ისმაილოვს ბრალდება წარუდგინეს....

ცოფის შემთხვევის გამოვლენის გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა

"წალკაში კარანტინი გამოცხადდა. მიმდინარე წლის 6 აპრილს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში (მისამართი:...

კომუნიკაციების კომისიამ იმედი, პოსტვ, TV პირველი და ფორმულა წერილობით გააფრთხილა

როგორც კომკომი წერს, ტელეკომპანიებმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონი დაარღვიეს. "კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედი“, „პოსტვ“, „ტელეკომპანია პირველი“...

ჯუანშერ ბურჭულაძეს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების ქონება ჩამოერთმევა

ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის პროკურორის, ანი ლეკიაშვილის განცხადებით, ყოფილ თავდაცვის მინისტრს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების...