მთავარისიახლეებისაზოგადოებაReuters: პუტინს უკრაინაში მიმდინარე ფრონტის ხაზებზე ცეცხლის შეწყვეტა სურს

Reuters: პუტინს უკრაინაში მიმდინარე ფრონტის ხაზებზე ცეცხლის შეწყვეტა სურს

Published on

Reuters ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი მზად არის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე იმ პირობით, რომელიც აღიარებს ბრძოლის ველზე ამჟამად არსებულ ვითარებას. გამოცემა წერს, რომ პუტინი ასევე მზადაა გააგრძელოს ომი, თუ კიევი და დასავლეთი არ უპასუხებენ.

“პუტინს შეუძლია იმდენ ხანს იბრძოლოს, რამდენ ხანსაც საჭიროა, მაგრამ პუტინი ასევე მზად არის ცეცხლის შეწყვეტისთვის – ომის გაყინვისთვის”, – ამბობს გამოცემასთან ერთ-ერთი წყარო, მაღალი თანამდებობის პირი.

Reuters-ი წერს, რომ ესაუბრა 5 ადამიანს, რომლებიც მუშაობენ ან მუშაობდნენ პუტინთან ერთად მაღალ დონეზე. გამოცემის ცნობით, მეხუთე წყაროს არ გაუკეთებია კომენტარი ამჟამინდელ ფრონტზე ომის გაყინვაზე.

პუტინის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა კომენტარის მოთხოვნაზე პასუხად თქვა, რომ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი ღიაა დიალოგისთვის თავისი მიზნების მისაღწევად და რომ ქვეყანს არ სურს “მარადიული ომი”.

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...