მთავარისიახლეებიკანკავა EURO 2024-ზე- გერმანიაში ნაკრებს როგორც გულშემატკივარი, ისე დავუდგები მხარში

კანკავა EURO 2024-ზე- გერმანიაში ნაკრებს როგორც გულშემატკივარი, ისე დავუდგები მხარში

Published on

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ჯაბა კანკავა აცხადებს, რომ მარტის თამაშების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება – სანაკრებო გამოძახების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე არა როგორც მოთამაშე, არამედ როგორც რიგითი გულშემატკივარი, ისე წასულიყო. შესაბამისად EURO 2024-ზე ის არ ითამაშებს.

კანკავა მწვრთნელის მიერ ნაკრების განაცხადში დასახელებულ ფეხბურთელებს შორისაა. ფეხბურთელი პოსტში გადაწყვეტილების მიზეზებზე არ საუბრობს.

იხილეთ:

“საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე დებიუტამდე რამდენიმე კვირა რჩება. მინდა, რომ ჩვენმა გუნდმა გერმანიაში მაქსიმალურად კარგი შედეგი აჩვენოს და კიდევ ერთხელ იზეიმოს ქართველ გულშემატკივართან ერთად, როგორც ეს 26 მარტს თბილისში იყო. მიხარია, რომ პლეიოფის ნახევარფინალსა და ფინალში გუნდთან ერთად ვიყავი და ამ ისტორიული გამარჯვების მონაწილე გავხდი.

თუმცა, მინდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ, რომელიც მარტის თამაშების შემდეგ მივიღე: სანაკრებო გამოძახების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე არა როგორც მოთამაშე, არამედ რიგითი გულშემატკივრის სტატუსით გავემგზავრებოდი.

ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამწვრთნელო შტაბს იმ ნდობისთვის რომელიც მარტში გამომიცხადეს, მაშინ როცა ყველას ერთად ყოფნა და ისტორიულ ჩემპიონატზე გასვლა მთავარი მიზანი იყო. ასევე მადლობა იმ ნდობისთვის რაც ახლაც დავიმსახურე, როგორც სამწვრთნელო შტაბს, ისე გუშემატკივარს, რომლისგანაც ძალიან დიდი მხარდაჭერას ვგრძნობ.

გერმანიაში ნაკრებს მეც, როგორც გულშემატკივარი ისე დავუდგები მხარში და წარმატებებს ვუსურვებ იმ 26 ფეხბურთელს, რომელიც საქართველოს სახელის დაცვას გერმანიის სტადიონებზე შეეცდება”.

სიახლეები

სტუ მომავალი წლიდან არატექნიკური პროფილის დისციპლინებზე სტუდენტებს ვეღარ მიიღებს – კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალი აკადემიური წლიდან არატექნიკური პროფილის დისციპლინებზე...

ტექნიკური უნივერსიტეტი და სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და სახელმწიფო უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება - შესაბამისი განცხადება "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა...

პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა. მეოთხე ბრალით ოპოზიციონერს მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფას ედავებიან. პროკურატურის...

ნიკას ვერ გატეხავთ – ანზორ მელია

ცნობილი ქართველი ექიმი, ანზორ მელია, შვილის, ნიკა მელიასთვის ახალი ბრალის წარდგენას ზექოლად აფასებს. კარდიოლოგი...