მთავარისიახლეებისაქართველოზე საკითხს EU-ს დონეზე წამოვჭრით, გადაწყვეტილებები კანდიდატის სტატუსზე, ვიზალიბერალიზაციაზე ნაჩუქარი არაა -ცაჰკნა

საქართველოზე საკითხს EU-ს დონეზე წამოვჭრით, გადაწყვეტილებები კანდიდატის სტატუსზე, ვიზალიბერალიზაციაზე ნაჩუქარი არაა -ცაჰკნა

Published on

“ჩვენ გვქონდა შეხვედრები პრეზიდენტთან, პრემიერმინისტრთან , საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე პარლამენტის სპიკერთან, არასამთავრობოებთან და ოპოზიციის ლიდერებთან. პრეზიდენტმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს კანონპროექტი პრინციპულად არის არასწორი, მასში არაფერია განსახილველი და ის მას ვეტოს დაადებს, თუმცა საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ბოლო სიტყვა პარლამენტს ეკუთვნის. ამიტომ, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს მთავრობა გადახედავს ამ საკითხს, იმიტომ რომ ჩვენ ამ საკითხს წამოვჭრით ევროკავშირის დონეზე ძალიან მკაცრად და ყველამ უნდა გაიგოს, რომ გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსთან ან ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ნაჩუქარი არ არის და პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას. […]

ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ სიტუაცია საქართველოში ძალიან სერიოზულია და საქართველოს ხელისუფლებას ერთიანი ხმით უნდა ვესაუბროთ. ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ ჩვენს გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციის თაობაზე, ასევე ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომ ნაბიჯებს და ამაზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დაეკისრება. ამიტომ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ 14 დღის განმავლობაში, რაც დარჩენილი გვაქვს პრეზიდენტის ვეტომდე, საქართველოს ხელისუფლება გადახედავს თავის გადაწყვეტილებას და ქვეყანა დაუბრუნდება ევროპულ გზას”.

ამბობს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა DW-სთან ინტერვიუში. ის ორი დღის წინა თბილისში იმყოფებოდა კიდევ 3 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად.

სიახლეები

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა

საქართველოში საწვავის ფასი ბოლო ერთ კვირაში 5-დან 10 თეთრამდე გაიზარდა - ინფორმაციას BMG ავრცელებს...

ყალბი დოკუმენტაციით 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და...

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს

დიუშენის კუნთოვანი დისტრიფიის მედიკამენტ ჯივინოსტატს სახელმწიფო იტალიური კომპანიისგან შეიძენს - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა...

ბოკუჩავა განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას

ენმ-ს თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ვერ დაესწრო....