მთავარისიახლეებიმსოფლიოთურქეთის სასამართლომ, სამხედრო გადატრიალების მცდელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებულ 25 ჟურნალისტს პატიმრობა...

თურქეთის სასამართლომ, სამხედრო გადატრიალების მცდელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებულ 25 ჟურნალისტს პატიმრობა მიუსაჯა

Published on

სააგენტო „ანადოლუ“- ს ინფორმაციით, თურქეთის სასამართლომ, სამხედრო გადატრიალების მცდელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებულ 25 ჟურნალისტს პატიმრობა მიუსაჯა.11 ჟურნალისტს ექვსი წლითა და სამი თვით, 12-ს შვიდი წლით და ექვსი თვით, დანარჩენ ორ ჟურნალისტს- მურატ აქსოისა და ატილა თაშს კი 25 და 37 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თურქული მედიის ინფორმაციით, ჟურნალისტები იმ გამოცემებისთვის მუშაობდნენ, რომლებიც მთავრობამ შეერთებულ შტატებში მყოფი ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირის გამო დახურა.ანკარა გიულენს 2016 წელს, სამხედრო გადატრიალების დაგეგმვაში ადანაშაულებს, რომლის დროსაც 205 ადამიანი დაიღუპა. 
გადატრიალების მცდელობის საქმეზე თურქეთში 50 000 ადამიანზე მეტი დააპატიმრეს და 150 000-ზე მეტი სამსახურიდან გაათავისუფლეს. 

სიახლეები

კიტ კელოგი – ნატო მხდალი აღმოჩნდა, შესაძლოა, ახალი ნატო, ახალი თავდაცვითი სტრუქტურა გვჭირდება

აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, გენერალ-ლეიტენანტმ კიტ კელოგმა განაცხადა, რომ შესაძლოა ნატო-ს ჩანაცვლება...

მზია ამაღლობელს ვადამდე გათავისუფლებაზე უარი უთხრეს

გამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელი, ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა — შესაბამისი გადაწყვეტილება...

სინოდმა უნდა გადაწყვიტოს, საპატრიარქო ასაკი იქნება 70 თუ 72 წელი – მეუფე ვახტანგი

ცურტაველი ეპისკოპოსი მეუფე ვახტანგი აცხადებს, რომ სინოდმა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. აცხადებს, წმინდა სინოდმა...

ახალდაქორწინებული ბიჭი, რომელსაც მარნეულში ყელი გამოჭრეს, გარდაიცვალა

მარნეულის ცენტრში მომხდარი კონფლიქტის დროს მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა.  როგორც ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი წერს,...