მთავარისიახლეებისაზოგადოებაავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა გარკვეული კატეგორიის პირებს მიმდინარე წლიდან მოუწევთ.

ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა გარკვეული კატეგორიის პირებს მიმდინარე წლიდან მოუწევთ.

Published on

ავტომობილებზე ქონების გადასახადის გადახდა გარკვეული კატეგორიის პირებს მიმდინარე წლიდან მოუწევთ.გადასახადის გადახდის ვალდებულება 40 ათას ლარზე მეტი წლიური შემოსავლის მქონე ოჯახებს შეეხება. ინფორმაციას "ბიზნესპრესნიუსი" ავრცელებს.შემოსავლების სამსახურის ცნობით, „საანგარიშო თვის მიხედვით გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ“ ინფორმაციის შესაბამისად, 40 ათას ლარზე მეტი და 100 ათას ლარზე ნაკლები შემოსავალი 35 418 პირს, ხოლო 100 ათასი ან უფრო მეტი შემოსავალი 9 728 პირს ჰქონდა საქართველოში.ცნობისთვის, პირებს ავტომობილის გადასახადის გადახდა 2017 წლის შემოსავლების მიხედვით მოუწევთ. გასული წლის შემოსავლების მიხედვით ქონების დეკლარირება 2018 წლის 1 ნოემბრამდე უნდა მოხდეს.
გადასახადის წლიური განაკვეთი გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით არის დიფერენცირებული. კერძოდ, 40 ათასიდან 100 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0.05% და არაუმეტეს 0.2% იქნება გადასახდელი, ხოლო 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის ავტომობილის ღირებულების არანაკლებ 0.8% და არა უმეტეს 1%.
 

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...