მთავარისიახლეებიკულტურაქართული ღვინო გინესის რეკორდების წიგნში შევიდა

ქართული ღვინო გინესის რეკორდების წიგნში შევიდა

Published on

გინესის მსოფლიო რეკორდების ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოში, თბილისიდან 50 კილომეტრის მოშორებით, შულავერის გორაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უძველეს ქვევრში არსებული ღვინის კვალი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 6 000 წლით თარიღდება. შესაძლოა, ღვინის შემადგენლობა 8 000 წლისაც იყოს."არტ ნიუსის" ცნობით, აღმოჩენამდე გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ძველ ღვინოდ ირანში ძვ.წ. 5400-5000 წლით დათარიღებული ნიმუში მოიაზრებოდა. ქართული კვალი კი მასზე 600-1000 წლით ძველია.საქართველოს ღვინისა და ყურძნის შემსწავლელ კვლევაში საქართველოსთან ერთად რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის – საფრანგეთი, იტალია, ისრაელი, კანადა, დანია და ამერიკის შეერთებული შტატები მონაწილეობდნენ. აღმოჩენის ავტორი პენსილვანიის ანთროპოლოგიისა და არქეოლოგიის უნივერსიტეტის პროფესორი პატრიკ მაკგოვერნია. გასული წლის ნოემბერში მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ  საქართველოს ტერიტორიაზე აღმოაჩინეს, საიდანაც ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა და უდიდესი გავლენა იქონია სოფლის მეურნეობის, ხალხთა კულტურის, ბიოლოგიის, მედიცინისა და ზოგადად, ცივილიზაციის ჩამოყალიბებაზე. აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში PNAS გამოქვეყნდა სტატია, სახელწოდებით „საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიიდან“. 

სიახლეები

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა დღეს რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი...

3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მთიან რეგიონებში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია...

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...