მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომელი ადგილობრივ ხელისუფლებას პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს

ზუგდიდის ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომელი ადგილობრივ ხელისუფლებას პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს

Published on

ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომელი ზეინაბ მორგოშია ადგილობრივ ხელისუფლებას -საკრებულოს თავმჯდონარეს მამუკა წოწერიასა და ზუგდიდის მერს ლაშა გოგიას პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს და აცხადებს ,რომ 2017 წლის დეკემბერში ბიბლიოთეკის ყველა თანამშრომელს დაუმთავრდა ხელშეკრულება და ის ერთადერთი აღმოჩნდა,ვისაც ხელშეკრულება არ გაუგრძელდა. მორგოშიას თქმით, მისი მეუღლე ალიოშა ალანია იყო სოფელ დავითიანის გამგებელი,რომელიც ასევე პოლიტიკერი ნიშნით სამსახურიდან გაათავისიფლეს და მის ადგილას საკრებულოს თავმჯდონარის ნათესავი დანიშნეს. ალიოშა ალანიას საქმეს ამჟამად უზენაესი საამართლო იხილავს. როგორც ზეინაბ მორგოშია აცხადებს, მისი ოჯახი დაცული არ არის, რადგან არსებობს საფრთხე მისიდა მისი ოჯახის  სიცოცლის ხელყოფისა და შესაბამის ორგანოებს აღნიშნული საკითხის დაინტერესებისკენ მოუწოდებს. ზუგდიდის მერიასა და საკრებულოში აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
 

სიახლეები

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...