მთავარისიახლეებიმინდა მადლობა გადავუხადო შსს-ს, უზრუნველყო წესრიგის აღდგენა - პაპუაშვილი აქციის დაშლაზე

მინდა მადლობა გადავუხადო შსს-ს, უზრუნველყო წესრიგის აღდგენა – პაპუაშვილი აქციის დაშლაზე

Published on

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პლენარულ სხდომაზე მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელმაც გასულ ღამეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დაარბია – მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ გამოიყენა წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი.

პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ აქცია “ძალადობაში გადაიზარდა” და ამაში ბრალს პოლიტიკოსებს სდებს:

“ჩვენ გუშინ ვიხილეთ აქცია, რომელიც პოლიტიკოსების მიერ იქნა გადაზრდილი ძალადობაში. ვნახეთ ჩვენ გუშინ. დღეს მოისმინეთ თქვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, თუ როგორი ძალადობრივი ხასიათი ჰქონდა გუშინ აქციას…გუშინ მოხდა პარლამენტის შენობის უკანონო პიკეტირება პოლიტიკური ლიდერების მხრიდან, ამას ყველა ვხედავდით პირდაპირ ეთერში…ეს არის უკანონო აქტი…მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ უზრუნველყო წესრიგის აღდგენა,” – ამბობს პაპუაშვილი

სიახლეები

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...