მთავარისიახლეებიკონფლიქტებიენმ: უნდა შეწყდეს აბაშიძე-კარასინის ფორმატი იქამდე, ვიდრე არ დადგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა...

ენმ: უნდა შეწყდეს აბაშიძე-კარასინის ფორმატი იქამდე, ვიდრე არ დადგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის მკვლელების, ხოლო მომავალში ეს ფორმატი სრულიად უნდა შეიცვალოს

Published on

„ნაციონალური მოძრაობა“ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციაში კონკრეტული წინადადებების გათვალისწინებას მოითხოვს. როგორც პარტიის წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, ამ წინადადებების რეზოლუციაში შეტანით, დოკუმენტს ქმედითი ძალა ექნება. 
 
"ჩვენი კონკრეტული წინადადებების წარდგენა მოხდება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მოსაზრებები თუ რა უნდა ჩაიდოს რეზოლუციაში იმისთვის, რომ მან შეიძინოს რეალურად ქმედითი ძალა. ეს, პირველ რიგში შეეხება რუსეთისთვის სანქციების დაწესების თაობაზე დაუყოვნებლივ კონსულტაციების დაწყებას საერთაშორისო თანამეგობრობასთან. უნდა შეწყდეს აბაშიძე-კარასინის ფორმატი იქამდე, ვიდრე არ დადგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის მკვლელების, ხოლო მომავალში ეს ფორმატი სრულიად უნდა შეიცვალოს. ფორმატის მანდატი უნდა გახდეს გამჭვირვალე, ეს მანდატი უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა, მომლაპარაკებელი პირი უნდა განისაზღვროს პარლამენტის თანახმად, მომლაპარაკებელი პირი უნდა იყოს ანგარიშვალდებული საქართველოს პარლამენტის წინაშე. ჩვენი წინადადებები ასევე უკავშირსება უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მის მომიჯნავე რეგიონებში. ასევე გვაქვს სხვა მნიშვნელოვანი წინადადებები, რომელსაც დღეს გავაჟღერებთ",- განაცხადა სამადაშვილმა.
 
ოფიციალური კომენტარი უმრალესობის მხრიდან ამ კონკრეტულ წინადადებაზე ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა რაც შეეხება უმცირესობის მიერ პარლამენტში  წარდგენილ  რეზოლუციის არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი არ გამორიცხავს, რომ  უმრავლესობის რეზოლუციაში, ოპოზიციის მიერ დასმული საკითხებიც აისახოს. 
 

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...