საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს.უწყების ცნობით, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში პირველი შეხვედრა იმერეთის რეგიონში გაიმართება.სამინისტროს თანამშრომლები და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები 2018 წლის 5-6 მარტს ქუთაისს, სამტრედიას, ვანს, თერჯოლას, ტყიბულსა და წყალტუბოს ეწვევიან.მოსახლეობასთან შეხვედრის ფარგლებში ექპერტების და სამინისტროს წარმომადგნელები საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ გააცნობენ ევროკავშირის,შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებს და ასევე ისაუბრებენ იმ რისკებზე, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების ბოროტად გამოყენებასთან.საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით 50-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში გაიმართება.საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედებასთან დაკავშირებული პრობლემა დღის წესრიგში ევროკომისიის დასკვნის შემდეგ დადგა.ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან 10 თვის შემდეგ საქართველომ პირველი გაფრთხილება მიიღო. მთავარ გამოწვევად თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდა დასახელდა.2016 წელს თავშესაფრის მისაღებად განაცხადი 625-მა მოქალაქემ შეავსო, 2017 წელს კი მსურველთა რაოდენობა – 1570-მდე გაიზარდა. ქართველებისთვის ყველაზე სასურველ ქვეყნებს შორის შვედეთი და ისლანდია მოხვდა.პრობლემად ისევ დასახელდა ორგანიზებულ დანაშაულში ქართველების მონაწილეობა. ქურდობა და ყაჩაღობა განსაკუთრებით ხშირია: საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, საბერძნეთსა და ესპანეთში. ამ ფონზე საქართველოს მთავრობა სანქციების გამკაცრებაზე დაფიქრდა. მთავრობის წევრები მოქალაქეებს ამ მონაპოვარის გაფრთხილებისკენ მოუწოდებენ.
სიახლეები
მსოფლიო
რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს
რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...
სიახლეები
ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა
ევროკავშირმა დღეს რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი...
სიახლეები
3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მთიან რეგიონებში წვიმაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია...
სიახლეები
TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...