მთავარისიახლეებიმსოფლიოვაშინგტონმა რუსეთი გაეროს რეზოლუციის დარღვევაში დაადანაშაულა

ვაშინგტონმა რუსეთი გაეროს რეზოლუციის დარღვევაში დაადანაშაულა

Published on

ვაშინგტონმა სირიაში, აღმოსავლეთ ღუტაში პრეზიდენტ ბაშარ ასადის ძალების სამხედრო ოპერაციის გაგრძელება დაგმო, რომელიც რუსეთის და ირანის მხარდაჭერით ხორციელდება. Deutsche Welle-ს ცნობით, ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.
 
"გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მიღების გაჭიანურების შემდეგ, რუსეთმა მისი პირობების უგულვებელყოფა და კონტრტერორისტული ოპერაციის სახელით მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა გააგრძელა"- ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 
გაეროს უშიშროების საბჭომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიანი რეჟიმის გამოცხადების შესახებ რეზოლუცია 24 თებერვალს მიიღო, თუმცა შეთანხმება მიღებიდან რამდენიმე საათში დაირღვა. 
 
თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა სირიაში ჰუმანიტარული პაუზის ამოქმედების განკარგულება გასცა. რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უზრუნველყოფაზე ვლადიმერ პუტინმა, ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა იმსჯელეს. 
 
აღმოსავლეთ ღუტაში 18 თებერვლიდან დღემდე ავიადარტყმებსა და სარაკეტო დარტყმებს 600-მდე ადამიანი ემსხვერპლა.
 
24 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ იქ ქიმიური თავდასხმა მოხდა.
 
აღმოსავლეთ ღუტა ერთ-ერთი ბოლო ტერიტორიაა, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებენ. ქალაქი 4 წელზე მეტია ალყაში იმყოფება. ამ რეგიონში 400 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, რომლებსაც ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება.

სიახლეები

თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე...

სუს-ი- დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად,...

თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს

თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს | ამის შესახებ მან ციხიდან გავრცელებულ წერილში დაწერა: "ბატონო...

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. ევროპარლამენტის დღის წესრიგის თანახმად, დებატები სახელწოდებით - „მმართველი პარტიის,...