ტელეგრამ არხი, რომელიც სკოლებში “ტერორისტულ აქტებს” აანონსებდა, წაიშალა. ამ დროის მონაცემით, არხი არ იძებნება.
სკოლებზე თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სუსი სწავლობს. ტელეგრამ არხებზე, რუსულ ენაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 22 აპრილს, თბილისის რამდენიმე სკოლასა და სავაჭრო ცენტრებზე იგეგმება თავდასხმა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობებით, მშობლები სკოლების ადმინისტრაციებიდან გააფრთხილეს, რომ 22 აპრილს ბავშვები სკოლაში არ გაუშვან.
სასწავლო პროცესის გაუქმებას ამ დრომდე არ ადასტურებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
რასაც ამ დროისათვის, არ ადასტურებს განათლების სამინისტრო.