მთავარისიახლეებიმსოფლიოაფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები - რა მოხდა?

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

Published on

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებით, აფეთქება თვითნაკეთმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ გამოიწვია, რომლის რესტორანში შეტანასაც უცნობი ქალი ცდილობდა.

კომიტეტის ინფორმაციით, ქალი რესტორანში შესვლისას დაცვის თანამშრომელმა შეაჩერა, რის შემდეგაც, შესასვლელთან, ვერანდაზე, ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.

ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა სამი ადამიანი:
▪️ დაცვის თანამშრომელი, რომელმაც ქალის შეჩერება სცადა;
▪️ თავად ქალი, რომელსაც, გამოძიების ვერსიით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ეჭირა;
▪️ რესტორნის ერთ-ერთი სტუმარი.

დაშავებულია 21 ადამიანი.

აფეთქება 1 აგვისტოს, მოსკოვის დროით 19:55 საათზე, კუდრინის მოედანზე მდებარე, ე.წ. სტალინურ ცათამბჯენში განთავსებულ რესტორან Balzi Rossi-ში მოხდა.

რუსული მედიის ცნობით, რესტორანი იმ საღამოს კერძო ღონისძიების გამო იყო დაკეტილი, თუმცა ღონისძიების ხასიათზე ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება.

ზოგიერთი რუსული წყარო წერს, რომ რესტორანში ქორწილი იმართებოდა, რომელსაც დაახლოებით 50 სტუმარი ესწრებოდა. უკრაინული მედია კი ირწმუნება, რომ იქ ერთ-ერთი რუსი გენერლის დაბადების დღე აღინიშნებოდა.

ამ ეტაპზე არც რუსეთის ხელისუფლებას და არც სანდო რუსულ მედიას არ დაუდასტურებია, რომ ღონისძიება მართლაც რომელიმე გენერლის დაბადების დღეს უკავშირდებოდა. ასევე, არ სახელდება დაღუპული ან დაშავებული სტუმრების ვინაობა.

არსებული ინფორმაციით, აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც სტუმრების ნაწილი ჯერ კიდევ არ იყო შეკრებილი და ღონისძიება ოფიციალურად დაწყებული არ იყო.

სიახლეები

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...

უკრაინულმა დრონებმა იაროსლავლის ნავთობგადამამუშავებელს დაარტყეს

3 ნოემბრის ღამეს უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ქალაქ იაროსლავლში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, "სლავნეფტ-იანოსზე", მიიტანეს იერიში....

„ოლე-ოლას” სიმღერის გამო, სოფო ბათილაშვილი სასამართლოში დაიბარეს

“ოლე-ოლას” სიმღერის ვიდეოზე მომღერალ სოფო ბათილაშვილს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინეს და სასამართლოში იბარებენ. ამის შესახებ მომღერალი...