მთავარისიახლეებიპოლიტიკასოლიდარობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ დღეს აქცია - „მშვიდობა ომზე მეტია“ გაიმართება

სოლიდარობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ დღეს აქცია – „მშვიდობა ომზე მეტია“ გაიმართება

Published on

ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ დღეს, 18:30 საათზე, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, აქცია – „მშვიდობა ომზე მეტია“ გაიმართება.„12:00 საათზე, „ქორთიარდ მარიოტში“ „მშვიდობა ომზე მეტია“ აქციის საორგანიზაციო ჯგუფის საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართება. პრესკონფერენციაზე მთავარი აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ აქციას უერთდება საქართველოს 12 ქალაქი და პარალელური აქციების ჩატარების კონკრეტული ლოკაციები გაჟღერდება. ორგანიზატორები აქციის მთავარ მიზნებსა და კერძო სექტორის მხრიდან გამოცხადებულ სოლიდარობის უფრო მეტად გაზრდილ ტალღაზე ისაუბრებენ.
 
პრესკონფერენციისთვის სივრცე „ქორთიარდ მარიოტმა“ აქციისადმი სოლიდარობის გამოცხადების მიზნით დაგვითმო. ასევე, აქციას შემოუერთდა 100-ზე მეტი კერძო კომპანია და სოლიდარობა გამოუცხადა „ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭომ“.
 
შეგახსენებთ, რომ დღეს, 18:30 საათზე, თავისუფლების მოედანზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ფორმირებების მიერ მოკლული ქართველი ჯარისკაცის – არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობისა და ოკუპაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება“, – აღნიშნულია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სიახლეები

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ქობულეთში, ჩოლოქის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია"...

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს

შესაძლოა, ქვეყანაში აფთიაქების გვერდი-გვერდ გახსნა აიკრძალოს. რამდენიმე წუთის წინ, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მინისტრის კომენტარი,...

ყალბი დოკუმენტების გამოყენებით საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა – შსს-მ 1 პირი დააკავა

სს-მ 1983 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე დ.რ. ყალბი დოკუმენტის გამოყენებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის...

მოკლული მასწავლებლის საქმეს კომისიური ექსპერტიზის დასკვნა დაერთო

საქალაქო სასამართლოში, თბილისში მოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე ჩანიშნული პროცესი 20 წუთში დასრულდა. მოსამართლემ...