მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი ტრამვაით ივლის, ხოლო თუ ელიტარული ავტომანქანის ფული გაუჩნდა, უკანასკნელ...

მიხეილ სააკაშვილი ტრამვაით ივლის, ხოლო თუ ელიტარული ავტომანქანის ფული გაუჩნდა, უკანასკნელ კაპიკამდე მოახმარს ოლიგარქების დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლას

Published on

,,საქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის ახალ ძალთა  მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ნიდერლანდებში Bentley – ის მარკის  ელიტარულ ავტომანქანაში შენიშნეს, მიშამ მოსინჯა ჰოლანდიური ტრამვაები და ბოლოს გადაწყვიტა, რომ  Bentley მაინც უფრო კონფორტულია.'' – წერს ჟურნალისტი ვასილი კრუტჩაკი თავის პირად ფეისბუქგვერდზე და შესაბამის ფოტოებს აქვეყნებს.  
 
მიხეილ სააკაშვილი მყისვე გამოეხმაურა ჟურნალისტის ირონიულ კომენტარს :
 
,,მე ამ მანქანით პირველ დღეს დამხვდნენ აეროპორტში და მიმიყვანეს ოფიციალურ დაწესებულებაში, სადაც პირადობის მოწმობა მივიღე, იქიდან კი უკვე ტრამვაიში გადავჯექი. ამ არცთუ გონიერი ჟურნალისტის საყურადღებოდ: ამსტერდამში ტრამვაით გადაადგილება გაცილებით კომფორტულია, ვიდრე თუნდაც   Bentley – ით., რომ არაფერი ვთქვათ მის ფასზე .
და თუნდაც გამიჩნდეს ამგვარი მანქანის  ფული, მე მას უკანასკნელ კაპიკამდე მოვახმარ ჩვენს ბრძოლას ოლიგარქებისა და  ბარიგების დიქტატურის წინააღმდეგ'' – წერს მიხეილ სააკაშვილი 
 

 

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...