მთავარისიახლეებისაზოგადოებაოჯახი ეძებს აქციის მონაწილეს, რომელსაც გუშინ სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა

ოჯახი ეძებს აქციის მონაწილეს, რომელსაც გუშინ სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა

Published on

ოჯახი ეძებს ბიჭს, რომელიც გუშინ რუსული კანონის გასაპროტესტებლად პარლამენტთან აქციაზე იმყოფებოდა. 29 წლის თორნიკე მარუაშვილი მასწავლებელია.

ჟურნალისტს მარიამ ნიკურაძის გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ აქციის დაშლის დროს მას სპეცრაზმელი ფიზიკურად უსწორდება. ჟურნალისტი თეა ადეიშვილი წერს, რომ ამ მომენტის შემდეგ გაურკვეველია მისი ადგილსამყოფელი.გუშინ აქციის დაშლის დროს სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა არაერთ მოქალაქეს. სხვადასხვა მედიისა და მოქალაქეების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ სპეცრაზმელები დემონსტრანტებს ჩიხებში მისდევდნენ და ურტყამდნენ. ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ მინიმუმ სამ ჟურნალისტს – “ტაბულას”, “აპრილისა” და “პუბლიკას” რეპორტიორებს. დაკავებულია მინიმუმ 11 ადამიანი.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...