მთავარისიახლეები"საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევას გამოიწვევს, რადგან ჯერ კანონპროექტია, არ ვისაუბრებ შედეგებზე" -...

“საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევას გამოიწვევს, რადგან ჯერ კანონპროექტია, არ ვისაუბრებ შედეგებზე” – სახდეპის მორიგი განცხადება რუსულ კანონზე

Published on

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი რუსულ კანონთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს:

“ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ ეს კანონპროექტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად, ზიანს მიაყენებს და საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევას გამოიწვევს. ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ, რომ ეს კანონპროექტი დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ საქართველოს მოქალაქეებისთვის მაღალი ხარისხის ინფორმაციის უზრუნველსაყოფად, ხელს შეუშლის, მაგრამ რადგან ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია, არ ვისაუბრებ რაიმე შედეგებზე“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა.

მეთიუ მილერმა მოსამართლეების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.

სანქციები დაწესდა, რათა ბოროტი აქტორებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ხელი შეუწყოს, რომლებმაც დაუსჯელობით ისარგებლეს, ასევე, ქართულ საზოგადოებასა და სასამართლო სისტემაში კანონის უზენაესობის შელახვისთვის გაწეული სამუშაოსთვის. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაციას, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას“, – აღნიშნა მეთიუ მილერმა. 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...