მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტში რუსეთის წინააღმდეგ ორი რეზოლუცია შევიდა

პარლამენტში რუსეთის წინააღმდეგ ორი რეზოლუცია შევიდა

Published on

იმ ფონზე, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე საოკუპაციო რეჟიმი ჯერ კიდევ უარს ამბობს, პარლამენტში რუსეთის წინააღმდეგ ორი რეზოლუცია შევიდა. „ქართული ოცნება“საერთაშორისო გამოძიების დაწყებას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დამკვირვებლების დაშვებას ითხოვს, „ევროპული საქართველო“ კი ოკუპანტებისთვის სანქციების დაწესებას და ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შედგენას.
 
საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ მთავარია ის შედეგი, რაც რეზოლუციის მიღებას მოჰყვება. მმართველ გუნდის წევრების თქმით, რეზოლუცია პარტიული არ არის და მოლაპარაკებებისა და კონსულტაციებისთვის მზად არიან. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი აქტიურად მუშაობს ევროპარლამენტარებთან, რომ მიღებული იყოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული რეზოლუცია.  
 
„ჩვენთვის ამ შემთხვევაში რაიმე პარტიული ინტერესი არ არის მთავარი, ჩვენთვის მთავარია ქვეყნის ინტერესი, რომ მსგავსი შემთხვევები მაქსიმალურად იქნას გამორიცხული, მაქსიმალურად იქნას მაღალ რანგში აყვანილი და ეს ასეც არის. საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დღის წესრიგიდან არათუ მოიხსნას ნაწილობრივ რომელიმე პატარა საკითხიც კი, არამედ ნებისმიერი დეტალი იყოს საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგში, ეს ასეც ხდება,“- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ.
 
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუცია კონკრეტულ სანქციებს შეიცავდეს იმ ადამიანების მიმართ, რომელთაც შემხებლობა ჰქონდათ ოთხოზორიას თუ ტატუნაშვილის მკვლელობებთან მიმართებაში იმისთვის, რომ მომავალში თითოეული მათგანისთვის კარგად იყოს ცნობილი, რომ ისინი, პირველ რიგში, ვერ ასცდებიან სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და მეორე მხრივ, ისინი შეზღუდულნი იქნებიან ბევრი მიმართულებით და არ მიეცემათ თავისუფლად ცხოვრების შესაძლებლობა“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ.

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...