მთავარისიახლეებისამართალიმოქალაქეებს უკავშირდებოდა და 100.000 დოლარს ითხოვდა - დაკავებულს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

მოქალაქეებს უკავშირდებოდა და 100.000 დოლარს ითხოვდა – დაკავებულს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

Published on

შსს-მ ქვემო ქართლში დააკავა პირი, რომელიც მოქალაქეებს საზღვარგარეთ მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტის სახელით უკავშირდებოდა, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა და დიდი ოდენობით თანხას სთხოვდა. 

ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა მობილური ტელეფონი და ის სიმ-ბარათები ასმოიღეს, რითაც ბრალდებული მოქალაქეებს უკავშირდებოდა. 

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა დროს, საზღვარგარეთ მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტის სახელის გამოყენებით მოქალაქეებს უკავშირდებოდა და მათ სიცოცხლის მოსპობის, ასევე, ქონების განადგურების მუქარით, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, 100 000 დოლარს სთხოვდა.

პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ტ.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს მობილური ტელეფონი და სიმ ბარათები, რომელთა საშუალებითაც ბრალდებული მოქალაქეებს თანხის გამოძალვის მიზნით უკავშირდებოდა,” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

სიახლეები

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...