მთავარისიახლეებისამართალი"გადაწყვეტილება დილით მივიღე..." - სალომე ზურაბიშვილი ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს

“გადაწყვეტილება დილით მივიღე…” – სალომე ზურაბიშვილი ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს

Published on

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისს, რომელსაც დღეს სასამართლომ ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, შეიწყალებს. 

ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა ტვ “პირველის” პირდაპირ ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემაში გააკეთა. 

სალომე ზურაბიშვილის თქმით, “არ შეიძლება, ეს ახალგაზრდა 9 წლით დაისაჯოს”.

“გადაწყვეტილება მე მივიღე დღეს დილით 10 საათზე, არ შეიძლება ეს ახალგაზრდა 9 წლით დაისაჯოს… ხელი ჯერ არ მომიწერია”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

სიახლეები

მოსამართლემ კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის მეორე დავის განხილვაც შეწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყვიტა. ბათუმელებისა და...

სააპელაციომ საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი ძალაში დატოვა

19 წლის საბა ჯიქია სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და 4.5-წლიანი განაჩენი ძალაში უცვლელად დატოვა. გადაწყვეტილება...

აგენტობის ბრალდებით დაკავებული ახალგორელი სტუდენტი პატიმრობაში გაუშვეს

აგენტობის ბრალდებით დაკავებული ახალგორელი სტუდენტი, თამაზ გოლოევი წინასწარ ორ თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება...

ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ყოფილი მოადგილე გიორგი ხაინდრავა, ბურჭულაძის ცოლის ძმა - ვასილ...