მთავარისიახლეები"მონა; არა რუსულ კანონს" - ბერლინში კობახიძეს ქართველები აქციით დახვდნენ

“მონა; არა რუსულ კანონს” – ბერლინში კობახიძეს ქართველები აქციით დახვდნენ

Published on

“მონა, არა რუსულ კანონს” – ბერლინში საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს ქართველები აქციით დახვდნენ. მოქალაქეებს თან ჰქონდათ საპროტესტო ბანერები, ევროკავშირისა და საქართველოს დროშები.

არსებული ინფორმაციით, კობახიძე ამ წუთებში გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს ხვდება. მოსალოდნელია, რომ საუბარი იქნება “ოცნების” მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონზე. კობახიძეს ასევე შეხვედრა ექნება გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერთან და გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტ ბერბელ ბასთან.

სწორედ ამ კანონის გასაპროტესტებლად აქცია ბერლინში გუშინ ჩაინიშნა.

“საქართველოს პრემიერ მინისტრი ამ დღეს მართავს ოფიციალურ შეხვედრებს გერმანიაში და ამიტომ აქაურ ქართველებს გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ მას რომ არ შეუშალოს ხელი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, წინ არ აღუდგეს ჩვენი კონსტიტუციურ არჩევანს და უკან გაიწვიოს მისი პარტიის მიერ ინიცირებული კანონი! ” – დაწერეს ორგანიზატორებმა.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...