მთავარისიახლეებიბერლინი: საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების შანსს რისკავს -DW-ს სტატია

ბერლინი: საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების შანსს რისკავს -DW-ს სტატია

Published on

გერმანიის მთავრობა წუხს, რომ მიუხედავად საზოგადოების ცალსახად უარყოფითი რეაქციისა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, მმართველი პარტია “ქართული ოცნება” ისევ აპირებს პარლამენტს წარუდგინოს საკამათო კანონპროექტი – საუბარია რუსულ კანონზე.

ამის შესახებ გერმანიის კანცლერის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილემ, კრისტიან ჰოფმანმა პარასკევს, 5 აპრილს განუცხადა “დოიჩე ველეს”. კორესპონდენტმა მას ჰკითხა როგორია ოფიციალური ბერლინის დამოკიდებულება “უცხოური აგენტების შესახებ” კანონის მიღების მცდელობისადმი.

ჰოფმანმა გაიხსენა, რომ “გასულ წელს საქართველოს მთავრობა დაჰპირდა ამ კანონპროექტის უპირობოდ დღის წესრიგიდან მოხსნას”.

“ჩვენ ვიცით, რომ საქართველო მიჰყვება რეფორმების გზას ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ამით აცხადებს ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებას”, – ამბობს ჰოფმანი.

გამოცემის ცნობით, მწუხარებით და შეშფოთებით მიიღეს ცნობები “ოცნების” გეგმების შესახებ მაინც მიეღოთ “აგენტების კანონი” გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა სებასტიან ფიშერმა თქვა: “პრესისა და მედიის თავისუფლება არის ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველი და ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელოვანი წინაპირობა”. ის ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში, რომელმაც გასული წლის ბოლოს მიიღო ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი და გაწევრიანების “ისტორიული შანსი”, ამის შესახებ იციან.

დაკარგავს თუ არა საქართველო ამ შანსს, თუ “უცხოური აგენტების შესახებ” კანონს მიიღებს?! მისი თქმით, გადაწყდება ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან კონსულტაციებით.

გამოცემა წერს, რომ ამ თემაზე დიდი ალბათობით ისაუბრებენ დღეს, 12 აპრილს, საქართველოს პრემიერ კობახიძესა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის გამართულ შეხვედრაზე. კობახიძეს ასევე ხვდება გერმანიის პრეზიდენტი.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...