მთავარისიახლეებიპოლიტიკაპოლიტიკა აბსოლუტურად ყველას საქმეა, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს - დეკანოზი თამაზ ლომიძე

პოლიტიკა აბსოლუტურად ყველას საქმეა, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს – დეკანოზი თამაზ ლომიძე

Published on

დეკანოზი, ქ. მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახური თამაზ ლომიძე “ფეისბუქზე” წერს, რომ მცდარია მოსაზრება, თითქოს საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს პოლიტიკა არ გვეხება. მისი თქმით, პოლიტიკა ყცველას საქმეა, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს. 

“უნდა ამოვძირკვოთ ეს ტყუილიც და დავიმახსოვროთ ყველამ: პოლიტიკა არის აბსოლუტურად ყველას საქმე, ვინც ამ ქვეყნაში ცხოვრობს და მას თავის სამშობლოდ თვლის; ქვეყნის პოლიტიკა მსახიობის საქმეც არის, სპორტსმენის საქმეც, ტაქსის მძღოლისაც, მითუმეტეს მასწავლებლისაც, სტუდენტისაც და ყველა სხვა პროფესიის მოქალაქისაც.

მღვდლის საქმეც არის ქვეყნის პოლიტიკა, რადგან მღვდელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს. ამ ქვეყნის ჰაერს ხომ ყველა ვსუნთქავთ, მიუხედავად ჩვენი პროფესიისა?! ასევეა ამ ქვეყნის პოლიტიკაც. მზაკვარმა მტერმა დაგვაჯერა ესეც, რომ თურმე ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს პოლიტიკა არ გვეხება, მაშინ როცა თავად ყველას და ყველაფერს (თვით ეკლესიასაც კი) პოლიტიკური მიზნისთვის იყენებს.

ქართველი მღვდლის საქმეც არის პოლიტიკა და ეს ყოველთვის ასე იყო. გაიხსენეთ პატრიარქი ამბროსი ხელაია, როგორ იბრძოდა საქართველოს პროგრესული მომავლისთვის ევროპული ქვეყნების ოჯახში და როგორი მიმართავდა ცივილიზირებულ სამყაროს დახმარებისთვის.

ასე რომ, ყველამ ამოვიგდოთ თავიდან, რომ პოლიტიკა ვინმეს საქმე არ არის. პოლიტიკა არის ყველა ჩვენგანის საქმე, რადგან დღეს პოლიტიკაში ჩვენი მონაწილეობა განსაზღვრავს, თუ სად ვიცხოვრებთ ხვალ.

უდიდესი პატივისცემა ყველა მოქალაქეს, მსახიობსაც, სპორტსმენსაც, სტუდენტს და მღვდელსაც, ვისაც არ ეშინია ხმამაღლა დაუჭიროს მხარის ქვეყნის წინსვლას ევროპული ცივილიზაციისკენ. სხვის გაშლილ სუფრასთან წამოჯდომა არაა ღირსეული საქმე. მონაწილეობა უნდა მიიღო იმ სუფრის გაშლაში”, – წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე. 

სიახლეები

ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს...

ენმ-ს განცხადებით შსს-მ 1 ოქტომბერს აქციის გამართვის უფლება არ მისცა

"გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5...

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად და ტყვეების დასახმარებლად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს....

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია თავისუფალია. მან საპატიმრო ცოტა...