მთავარისიახლეებისასროლეთში აფეთქების შედეგად დაშავებულები კლინიკაში რჩებიან, ერთი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია

სასროლეთში აფეთქების შედეგად დაშავებულები კლინიკაში რჩებიან, ერთი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია

Published on

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე მდებარე სასროლეთში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული სამი ადამიანი კლინიკაში რჩება. ერთი პაციენტი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში სხეულის 20%-იანი დამწვრობით არის მოთავსებული. ორ კაცს კი, დამწვარი აქვს სხეულის 12% მათ შორის – სახე, თავი და ზედა კიდურები, ისინი ქირურგიულ განყოფილებაში რჩებიან. ექიმის შეფასებით სამივე მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.

“კლინიკაში კვლავ რჩება სამი პაციენტი აფეთქებისგან გამოწვეული ტრავმებით. ერთი პაციენტი, 49 წლის კაცი, რეანიმაციულ განყოფილებაშია ისევ დამწვრობის ცენტრის, მას აქვს მთელი სხეულის 20% დაზიანებული, ამ პერიოდისთვის მისი მდგომარეობა, ჩვენდა საბედნიეროდ, არის სტაბილური. ორი მამაკაცია შედარებით ნაკლები ფართობით… მათ აქვთ სახე, თავი და ზემო კიდურები დაზიანებული, მათი მდგომარეობაც სტაბილურია”, – თქვა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ შუადღეს ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში ძლიერი აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა , 3 კი დაშავდა. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია.

სიახლეები

პატრიარქ კირილის თქმით, რუსეთში ატომური ბომბის შექმნით “ღვთის მადლი და წყალობა გამოვლინდა”

სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილ I-მა რუსეთში ატომური ბომბის შექმნას "ღვთის მადლი და წყალობა" უწოდა...

შოვის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა

3 წელი შოვის ტრაგედიიდან - 2023 წლის 3 აგვისტოს, შოვში ღვარცოფი მოვარდა. ტალახის უზარმაზარმა...

კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კომბინირებული იერიშის შედეგები: 9 დაღუპული, ათეულობით დაჭრილი

1 აგვისტოს ღამეს რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა – უკრაინა დასავლეთს...

აფეთქება მოსკოვის რესტორანში, მსხვერპლი და დაჭრილები – რა მოხდა?

მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან Balzi Rossi-ში მომხდარი აფეთქების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. რუსეთის ეროვნული...